ვიტორიის მერს ქართველმა ელჩმა ქართული ენის და ქორეოგრაფიის სწავლებისთვის სივრცის გამოყოფა სთხოვა

43

ვიტორიის მერს ქართველმა ელჩმა ქართული ენის და ქორეოგრაფიის სწავლებისთვის სივრცის გამოყოფა სთხოვა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეოს უწყებამ უკვე დაადასტურა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე ვიტორიის მერსშეხვდა ქ. ვიტორიის მერს გორკა ურტარანს. გორკა ურტარანი ასევე ბასკეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას ითავსებს. შეხვედრაზე განიხილებოდა დაძმობილებულ ქალაქებს ვიტორიასა და ქუთაისს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ადგილობრივი ქართული საკვირაო სკოლის და ქართული ცეკვების დასისთვის სივრცის გამოყოფა და ბასკეთის მთავარი ქალაქების მერების საქართველოში ვიზიტი.