თურქეთის ქართველების პროტესტი რუსეთს, ჩვენებურების პროტესტი საქართველოში რუსულ ოკუპაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
თურქეთის ქართველების პროტესტი რუსეთს, ჩვენებურების პროტესტი საქართველოში რუსულ ოკუპაციას |
Jul 28 2010, 06:26 PM
პოსტი
#1
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
მეგობრებო
თურქეთის ქართველობა აცხადებს რომ არ შეურიგდება ქართული მიწების ოკუპაციას უკანასკნელი და მოძალადე რუსეთის იმპერიის მიერ.. აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას რუსეთის გენსაკოსნულოსთან თურქულ პრესა ტელევიზიაში გამოდიან და შემართებით იბრძვიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოში.... აი რა მოიწერა ერთ ერთმა სტამბოლელმა ჩვენებურმა დიასპორის სამინსიტროს სახელზე ეს დევს დიასპორის სამინისტროს ვეგ ბვერდზე ძალიან ემოციური და პატრიოტული წერილია წაიკითხეთ ჩვენი საქართველოს დასაცავად! 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ ვერაგული ომი წამოიწყო. პუტინმა და მისმა დაქირავებულმა ბანდებმა აფხაზების, ოსებისა და ჩეჩნების სახელის გამოყენებით, ქართველი ხალხისა და მთლიანად საქართველოს დაპყრობა და მუხლზე დაჩოქება გადაწყვიტეს. საქართველოს წინააღმდეგ ამ ბინძურ ომში, რუსეთმა, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხის სისხლში გასვრილი იამადაევის რაზმი გამოიყენა, განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიიდან, ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაული, გაჟლიტა მშვიდობიანი მოსახლეობა და დღემდე სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. საქართველოს გულში ფანტასტიკური „სახელმწიფოს" შექმნა მოიწადინეს, მაგრამ კრემლის მიზანი არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაა, არამედ საქართველოსაგან მათი მოწყვეტა და რუსეთის ფედერაციის ნაწილად ქცევა. აფხაზი, ოსი, ჩეჩენი და ქართველი ხალხები არ უნდა იყვნენ კრემლის პატრონთა პროვოკაციების მუდმივი მსხვერპლი! მხოლოდ კავკასიის ხალხთა სოლიდარობა არის ყველა მათგანის თავისუფლების საწინდარი. ჩვენ, საქართველოდან რუსეთის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა - „ჩვენებურთა" შთამომავლები, ვუცხადებთ ამ უკანასკნელ, მოძა¬ლადე იმპერიას: „შენ სამშობლო წაგვართვი, მაგრამ ვერასოდეს წაგვართმევ სურვილს დავიბრუნოთ სამშობლო!" თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურები" ხმას ვიმაღლებთ საქართველოში რუსული აგრესიისა და ოკუპაცის წინააღმდეგ. ქართველებო, დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და სამშობლოს გამთლიანებისათვის ბრძოლის გაუტეხელი ნებისყოფა. აჰმედ ფათიჰ აჯარი ქ.სტამბოლი http://diaspora.gov.ge/index.php?lang_id=G...mp;info_id=2133 |
|
|
|
Jul 28 2010, 06:33 PM
პოსტი
#2
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
აქვე უნდა გითხრათ რომ სტამბოლის ქართული დიასპორის ორგანიზაციები 7 აგვისტოს, საქართველოში რუსული აგრესიის დღეს დიდ საპროტესტო აქციას გამართავენ რუსეთის გენსაკონსულოსთან... სტამბოლის ცენტრში გალათასარაის უბნიდან მოეწყობა საპროტესტო მსვლელობა რის შემდეგ რუსეთის გენსაკოსნულოს მიუტანენ შავ გვირგვინს.. ეს შავი გვირგვინი სირცხვილისა და რუსების ძლადობის დაგმობის ნიშანია...
აი ასეთი შემართებით იბრძვის თურქეთის ქართველობა არც ის დავივიწყოთ რა დახმარება აღმოუჩონეს მათ საქართველოს 2008 წელს.. გამოგზავნეს დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიებები და ასე შემდეგ... ქვევით არის ლინკი იმ საზოგადოებისა რომელიც მართავს ამ ღონისძიებას, მისი განცხადება... ვინც თურქული არ იცითმოკლედ გითარგმნოთ რომ აქ ნათქვამია 7 აგვისტოს 19.30 ზე დაიძრება საპროტესტო მანიფესტაცია გალათასარაის ლიცეუმიდან და მივა რუსეთის გენსაკონსულომდე სადაც დატოვებენ შავ გვირგვინს და იქნება გამოსვლები ლოზუნგები: რუსეთო, წაეთრიე საქართველოდან! კავკასიაში არა ომი, არამედ სამშვიდობოი, დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა! გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა მეგობრობას! და ა.შ. "ქართული კულტურის ცენტრი" http://gurcukulturmerkezi.org/ |
|
|
|
Jul 28 2010, 07:17 PM
პოსტი
#3
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 23 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
ბარაქალა თურქეთის ქართველებს...
ასეთი პატროტიული გამოსვლა ძალიან კარგია მინისტრის მიმართვა ქართულმა დიასპორებმა მიიღეს ყველამ ჩვენ ჩვენ ქვეყანაშიც უნდა გავაკეთოთ პროტესტი |
|
|
|
Jul 28 2010, 10:29 PM
პოსტი
#4
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 12-March 10 წევრი № 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
თურქეთის ქართველების 2008 და 2009 წლებში იყო დიდი და მნიშვნელოვანი პროტესტები მაშინ ვიყავი სტამბოლში 2008 ში სექტემბერში და მაშინაც ქონდათ გამოსვლა. პატრიოტიზმი არის მათში საქართველოსი მარა ეგაა რო ენა არა ქვთ ქართული როგორც წესი არ იციან ენა ესაა დიდი პრობლემა, ენა უნდა დავუბრუნოთ მათ მომავალ თაობებს განსაკუთრებით...
|
|
|
|
Jul 29 2010, 11:54 AM
პოსტი
#5
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 8-June 10 წევრი № 175 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
ქართული კულტურის ცენტრში ასწავლიან ქართულ ენას
ეს კარგი მაგალითი არის ჩვენი სათვიტომოებისათვის სადაც უნდა გაიხსნას ყველგან ენის კურსები, ვიცი რო არის ბევრგან სკოლები ბავშვებისთვის, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო ზოგჯერ აქედან 5 წლის წინ წასულებიც უკვე ვეღარ "აკერკებენ ქართულს" |
|
|
|
Jul 29 2010, 12:22 PM
პოსტი
#6
|
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-July 10 წევრი № 219 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
მე ქართველი ვარ ცხოვრობ ამასია.. კაი ვარ მადლობა საქართველო კარგად იკავით
|
|
|
|
Aug 7 2010, 12:01 PM
პოსტი
#7
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
თურქეთის ქართველების პროტესტი რუსული აგრესიის დაგმობა
თურქეთის ქართველობა, საპროტესტო აქციებით 7 აგვისტოს სტამბოლში, რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს წინ, გააპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. პირველი საპროტესტო აქცია გაიმართება სტამბოლში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინ 15.00 საათზე, აქციას გამართავს "საქართველოს მხარდაჭერის პლატფორმა". (რადიო და ინტერნეტ საიტი "ჩვენებური", საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია", ჟურნალი ფიროსმანი" და რეგიონული ორგანზიაციების წარმომადგენლები). ჟურნალ ფიროსმანის რედაქტორი ფაჰრეთინ ჩილოღლუ წაიკითხავს აქციის მონაწილეთა საპროტესტო განცხადებას. 7 აგვისტოს საღამოს კი "სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრი" სტამბოლში, რუსეთის ფედერაციის საკონსულოსთან მიიტანს შავ გვირგვინს, დაგმობს რუსეთის მიერ ქართული მიწაწყლის ოკუპაციას და მოუწოდებს კავკასიის ხალხებს გაერთიანებისაკენ გარეშე ძალის აგრესიის წინააღმდეგ. ამგვარად თურქეთის ქართველობა დგას თავისი დედასამშობლოს გევრდით და კიდევ ერთხელ აძლევს ნათელ მაგალითს ყველა ქართველს საქართველოში იქნება ის თუ საზღვარგარეთ მშობელი ქვეყნისადმი თანადგომისა! |
|
|
|
Aug 8 2010, 01:11 PM
პოსტი
#8
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
http://chveneburi.net/tr/default.asp?bpgpid=1957&pg=1
აქ არის სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან დღისით გამართული აქციის სურათები და ვიდეოც რომელიც გამართეს ორგანზაცია 'ჩვენებურმა"(ერდალ ქუჩუკი) ჟურნალმა "ფიროსმანი"(ფაჰრეთინ ჩილოღლუ) და სტამბოლის საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებამ (ალი რიზა ალთუნელი). აქცია გაშუდა თურქეთის მასობორვო ინფორმაციის საშუალებებით |
|
|
|
Aug 8 2010, 01:12 PM
პოსტი
#9
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
http://www.gurcukulturmerkezi.org/
აქ კი შეგიძლიათ ნახოთ 7 აგვისტოს საღამოს სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის აქცია იგივე საკოსნულოსთან მთლიანოაბში შეიძლება ითქვას რომ თურქეთის ქართველობამ საკადრისი პასუხი გასცა რუს ოკუპანტებს და მთელს მსოფლიოს დაანახა რომ საქართველო ამრტო არ არის მას ჰყავს დიდი და ძლიერი მეზობელი და მეგობარი თურქეთი და თურქეთის ქართველობა... |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2010 - 04:50 AM |