IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჩვენი საქართველოს დასაცავად!, აჰმედ ფათიჰ აჯარის მიმართვა
DIASPORA.GE
პოსტი Jul 28 2010, 11:53 PM
პოსტი #1


Administrator
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 65
რეგისტრ.: 5-March 10
წევრი № 1


ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტირება



ჩვენი საქართველოს დასაცავად!

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ ვერაგული ომი წამოიწყო.

პუტინმა და მისმა დაქირავებულმა ბანდებმა აფხაზების, ოსებისა და ჩეჩნების სახელის გამოყენებით, ქართველი ხალხისა და მთლიანად საქართველოს დაპყრობა და მუხლზე დაჩოქება გადაწყვიტეს.

საქართველოს წინააღმდეგ ამ ბინძურ ომში, რუსეთმა, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხის სისხლში გასვრილი იამადაევის რაზმი გამოიყენა, განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიიდან, ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაული, გაჟლიტა მშვიდობიანი მოსახლეობა და დღემდე სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს.

საქართველოს გულში ფანტასტიკური "სახელმწიფოს" შექმნა მოიწადინეს, მაგრამ კრემლის მიზანი არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაა, არამედ საქართველოსაგან მათი მოწყვეტა და რუსეთის ფედერაციის ნაწილად ქცევა.

აფხაზი, ოსი, ჩეჩენი და ქართველი ხალხები არ უნდა იყვნენ კრემლის პატრონთა პროვოკაციების მუდმივი მსხვერპლი! მხოლოდ კავკასიის ხალხთა სოლიდარობა არის ყველა მათგანის თავისუფლების საწინდარი.

ჩვენ, საქართველოდან რუსეთის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა - "ჩვენებურთა" შთამომავლები, ვუცხადებთ ამ უკანასკნელ, მოძალადე იმპერიას: "შენ სამშობლო წაგვართვი, მაგრამ ვერასოდეს წაგვართმევ სურვილს დავიბრუნოთ სამშობლო!"

თურქეთში მცხოვრები "ჩვენებურები" ხმას ვიმაღლებთ საქართველოში რუსული აგრესიისა და ოკუპაცის წინააღმდეგ. ქართველებო, დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და სამშობლოს გამთლიანებისათვის ბრძოლის გაუტეხელი ნებისყოფა.

აჰმედ ფათიჰ აჯარი
ქ. სტამბოლი


--------------------
ქართული დიაპორის ფორუმი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sulkalmahi
პოსტი Jul 31 2010, 11:08 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 8-June 10
წევრი № 175


ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტირება



http://diaspora.ge/index.php?showtopic=107
ეს თემა აქაც იხილეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th September 2010 - 05:05 AM