ქართველები სალონიკში, სალონიკის ქართველობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
ქართველები სალონიკში, სალონიკის ქართველობა |
Mar 25 2010, 03:24 PM
პოსტი
#1
|
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 12-March 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 6 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
სალონიკში 50 000 ქართველი ვცხოვრობთ! გავერთიანდეთ ფორუმში და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ტკივილი თუ სიხარული, გავიცნოთ ერთმანეთი, ერთად ვილაპარაკოთ ჩვენს საქართველოზე!
|
|
|
|
Mar 26 2010, 12:15 PM
პოსტი
#2
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 12-March 10 წევრი № 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
სალონიკი თუ თესალონიკი? ქართულად რა ჰქვია მაგ ქალაქს?
|
|
|
|
Apr 8 2010, 10:37 PM
პოსტი
#3
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-April 10 წევრი № 89 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
თესალონიკი ქვია
|
|
|
|
Apr 27 2010, 04:33 PM
პოსტი
#4
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 18 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
თესალონიკში თუ არის ქართული სათვისტომო? ერთი მეგობარი მყავს იქნა და მთხოვა იქნებ პაწა ხელი გამიამრთონო...
|
|
|
|
May 6 2010, 07:04 PM
პოსტი
#5
|
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 6-May 10 წევრი № 131 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
THESALONIKI ..........
|
|
|
|
May 10 2010, 03:00 PM
პოსტი
#6
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
რამდენად აქტიურები ვიქნებით არ ვიცი, თუმცა თესალონიკში (სალონიკში) არსებობს ჯგუფი, რომელიც აპირებს განვითარების ფონდის შექმნას, თუ ვინმე მსურველი გამოჩდება და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კარგი იქნება, 23 მაისს 6 საათზე, ვაპირებთ შეხვედრას აღნიშნულ საკითზე, იქნებ გამოგვეხმაუროთ
|
|
|
|
May 11 2010, 10:34 AM
პოსტი
#7
|
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 12-March 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 6 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
უი მართლა? ძალიან საინტერესოა. და რა ითვალისწინებს ამ ფონდის შექმნა? ეს როგორც სათვისტომო ესეთი რაღაცა იქნება?
|
|
|
|
May 13 2010, 11:34 PM
პოსტი
#8
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
მოგესალმებით, კი ეს ნიშნავს სათვისტომოს გაძლიერებას და ამავე დროს იმ ფუნქციების დახვეწას,რომელსაც აქ მცხოვრები ქართველები ცდილობენ გააკეთონ, სამწუხაროდ დღემდე სათვისტომოს საკითხი არ ვითარდება და როცა თესალონიკში ამდენი ქართველი ცხოვრობს ალბათ უნდა ვეცადოთ მაინც ამის გაკეთებას, ვფიქრობ ვინც გაეცნობა ამ განცხადებას გამოგვეხმაურება . რაც შეეხება შეხვედრას, ის იმართება ამპელოგების მერიის დარბაზში სადაც ამჟამად კონცერტისათვის ემზადება ქართული ცეკვის ანსამბლი ,,ფესვები,, იმედია მონაწილეობას მიიღებთ
|
|
|
|
May 26 2010, 01:55 PM
პოსტი
#9
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
25 მაისს თესალონიკში, ევოზმოს მერიის შენობის საკონცერტო დარბაზში,
გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტზე მოწვეულები იყვნენ გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და სხვადასხვა ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებები, დამსწრეთ მიესალმა და დღესასწაული მიულოცა გენერალურმა კონსულმა ბატონმა ზურაბ პატარაძემ. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვები და სიმღერები, ასევე წაკითხული იქნა ქართველი პოეტების ლექსები. რადგან თესალონიკში ჯერ-ჯერობით არ არსებობს სათვისტომო, მოსახლეობისადმი გაკეთდა განცხადება საინიციატივო ჯგუფის სახელით, რათა აქ მცხოვრები ქართველები აქტიურად ჩაებან სათვისტომოს შექმნისა და განვითარების საქმეში. |
|
|
|
Jun 18 2010, 12:28 PM
პოსტი
#10
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
მოგესალმებით,
ისეთი წარმოდგენა მრჩება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები უფრო აქტიურობენ და აფიქსირებენ თავიანთ შეხედულებებს ვიდრე წარმოდგენილი ქალაქების წარმომადგენლები, ვითომ ვცდები? ინფორმაციისათვის: 16 ივნისს თესალონიკში დაიწყო მაკედონიის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფესტივალი-გამოფენა, მათ შორის მონაწილეობს ერთად-ერთი სხვა ერის წარმომადგენელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,საქართველო,, აქვს თავისი ადგილი საფესტივალო ტერიტორიაზე (ჯიხური #33). მიუხედავად იმისა,რომ ნაციონალური ტნსაცმელი და ატრიბუტიკა შილიფადაა (იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში), ისიც საამაყო იყო, რომ დაფიქსირდა ამფესტივალში მონაწილეობა, კარგი იქნებოდა რომ უფრო წარმომადგენლობითი ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპისათვის ესეც კარგია. შეიძლებოდა აგრეთვე სხვადასხვა ქართული ნაწარმი ყოფილიყო წარმოდგენილი და ენახა დამთვალიერებელს, მაგრამ . . . იმედია წაიკითხავს თესალონიკში მაცხოვრებლები და გამოხმაურებას გააკეთებენ (სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ენით ნუ დამელაპარაკებით). აბა თქვენ იცით იაქტიურეთ |
|
|
|
Jul 25 2010, 11:36 PM
პოსტი
#11
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
ისევ და ისევ მოგესალმებით,
ცოტა უხერხულად კი ვარ, მაგრამ ასე მგონია მე ვხსნი და ვხურავ ამ გვერდს და კიდევ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამშრომლები, ესეც კარგია, აბა სულ დახურული ხომ არ იქნება. დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება, ძნელად გამოყენებადია ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ სოციალურ ქსელებს სადაც გულმოდგინედაა ჩართული დიდი თუ პატარა და ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას აწვდიან ამ ქსელის შემქმნელთ (რუსეთი). ისე უნდა ვაცნობო საბერძნეში მცხოვრებ ქართველებს, რომ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ დართო ნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს,რომლებიც იმყოფებიან ლეგალური გზით და აქვთ შრომისა და ცხოვრების უფლება , 7 ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუ ისინი 30 აგვისტომდე რეგისტრაციას გაივლიან შესაბამის დასახლებულ ტერიტორიაზე. კარგია ეს თუ ცუდი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვსაზღვროთ. აბა ყოჩაღად იყავით და იაქტიურეთ. . . |
|
|
|
Aug 28 2010, 01:14 AM
პოსტი
#12
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
მოგესალმებით ყველას ,
პირველ რიგში მოგილოცავთ მარიამობას და გისურვებთ ყოველივე კარგს. ვფიქრობ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები შვებულებიდან დაბრუნდნენ და აწი მაინც იაქტიურებენ, აბა სხვა აქ მაინც არავინ შემოდის . . . იაქტიურეთ, თორემ დაიხურება ეს ფორუმი და ვეღარ გაიგებთ ახალ ამბებს, თუმცა ვის აინტერესებს არა??? |
|
|
|
Aug 29 2010, 01:04 PM
პოსტი
#13
|
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 10-May 10 მდებარ.: საბერძნე ი წევრი № 139 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
ქართველებო გილოცავთ ანჩისხატობას, მისი მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.
"როცა ერი მუზეუმიდან ანჩისხატს დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდება, მაშინ გაბრწყინდება საქართველო" გაბრიელ ბერი იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდა მთელს ქვეყანას. იმ დროს საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო. ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღო მის მორჩენაზე. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან. სადაც სწერდა თავის უკურნებელ სნეულებაზე და ეხვეწებოდა: - ”მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო. გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით იცხოვრებო”. უფალმა უარი განუცხადა მასზედ ნაწინასწარმეტყველების აღსრულების გამო. მაშინ ავგაროზმა გადაწყვიტა რომ გაეგზავნა საუკეთესო მხატვარი ერუსალიმში რათა დაეხატა უფალი და მოეტანა მისი ხატი. მხატვარი ბევრს ეცადა მის ცინ მდგარი მარადიული ღმერთი ტილოზე გადაეტანა მაგრამ ვერ შესძლო. მაშინ უფალმა მიიფარა ტილო პირზე და სასწაულებრივად გამოსახა მისი სახე. გახარებული მხატვარი ავგაროზთან გამოეშურა მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად შებინდებისას ქალაქ იერაპოლში მეჭურჭლესთან გაჩერდნენ და ღამე ტილო თიხის კეცებს შორის მოათავსეს. შუაღამისას ამ ხატს სინათლის სვეტი დაადგა. ქალაქის გაოცებულმა გამგებელმა ნახა რა სასწაული სთხოვა ის თიხის კეცი დაეტოვა მათთვის რომელზეც სასწაულებრივად სახე იყო გადასული. შემდგომში ეს ხატი მივიწყებული ყველასაგან მიითვისეს მწვალებელმა ნესტორიანელებმა. ხოლო საქართველოში იოანე ზედაზნელის წამობრძანებისას, ანტონ მარტმყოფელმა ეს ასლი თან გამოაპარა. ხოლო პირველი პირი რომელიც ავგაროზისთვის იყო განკუთვნილი მიაბრძანეს ქალაქ ედესში. გახარებული ავგაროზი ემთხვია ღმერის პირს და განიკურნა. განკურნებულმა ავგაროზმა მთელი მისი სახლეულობა თადეოზ მოციქულს მოანათლინა. ხოლო პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზე და დიდის პატივით ქალაქის კარების თავზე დაასვენა, რათა ქალაქში შემსვლელ გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. ასე ესვენა ეს ხატი აქ ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ ქრისტიანების დევნა დიწყო, ამიტომ ედესიის ეპისკოპოსის რჩევით პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს ქალაქის კედელში, და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს და ამოაშენეს აგურებით. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო შემოიჭრა ქალაქ ედესში. ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა სიზმრში ნახა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესის მიდამოები არაბებმა დაიპყრეს და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიდან კონსტანტინეპოლში წმიდა სოფიოს ტაძარში დაასვენეს. VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორის დროს გამეფდა ხატმებრძოლეობა. იმპერატორის მოხელენი დადიოდნენ და სჩხრეკდნენ საყდრებს და სახლებს, სადაც კი ნახავდნენ ხატს, ამტვრევდნენ, ჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, აგლეჯდნენ ძვირფას ქვებს. ამიტომ ყველა მალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, ჭოროხის ხეობაში. ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. |
|
|
|
Sep 3 2010, 04:33 PM
პოსტი
#14
|
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 96 რეგისტრ.: 19-March 10 წევრი № 25 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტირება |
საზღვარგარეთ მყოფები პასპორტებზე განცხადებას ონლაინში შეავსებენ... გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი: www.cra.gov.ge
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th September 2010 - 10:29 PM |