ირაკლი კობახიძე დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის წევრი გახდა

1059

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი გახდა.

ირაკლი კობახიძე მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი 2015 – 2016 იყო , შემდგომ კი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. 2011 – 2014 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2006 – 2014 წლებში კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი იყო.

ამჟამად კომიტეტეს ბექა ოდიშარია ხელმძღვანელობს , მისი მოადგილეები კი ქართული ოცნების წევრები გივი ჭიჭინაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და ,,ევროპული საქართველოს”  ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი არიან.