ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ხაზი გაუსვა რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი  წარმოადგენს ემიგრანტების ოჯახს

166

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი  წარმოადგენს ემიგრანტების ოჯახს.

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, – პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.