ირენ ციციშვილი ირაკლი კობახიძის ლევილში სტუმრობას და შეხვედრას დადებითად აფასებს

356

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლევილის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა საფლავები ყვავილებით შეამკო.

ირაკლი კობახიძე ლევილის მამულში საქართველოდან წასული პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლებს შეხვდა.

„ძალიან ემოციური დღეა, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ვიზიტის პროგრამაში, ფაქტობრივად, მთელი დღე მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, ჩამოვიდა ლევილში და პატივი მიაგო პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარის საფლავს. ლევილი არის სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობაში, რადგან ლევილში ჩამოვიდნენ ის პირველი ქართველები, რომლებიც საქართველოდან პოლიტიკურ ემიგრაციაში ჩამოვიდნენ, რომლის შთამომავლობაც ჩვენ ვართ და ამ ადამიანებმა აქ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. სიცოცხლის ბოლომდე ატარეს ის ჩირაღდანი, რომელიც მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობას ნიშნავდა. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ლევილში 70 წლის განმავლობაში ცოცხლობდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჩამოვიდა და დაინტერესდა ჩვენი პროექტებით, ეს არის ძალიან დასაფასებელი“, – განაცხადა ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა ირენ ციციშვილმა.