საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ სახალხო ღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ქართული ეროვნული სამოსით წარსდგა

1791

2019 წლის 25 მარტს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველო ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საბერძნეთის დედაქალაქში თავისუფლებისთვის დაღუპულთა ღვაწლს, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის”  წევრ უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მიაგო პატივი.

აღსანიშნავია რომ სახალხო ღონისძიებაზე საბერძნეთის რესპუბლიკაში სასაქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე, ქართულ ეროვნულ სამოსში წასდგა,რამაც ღონისძეიბაზე დამსწრე საზოგადოებისა და ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის” წევრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა