ბერძენმა ბერებმა ქართველ ელჩს ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამობრძანების საპატიო უფლება მისცეს

3884

ბერძენმა ბერებმა ქართველ ელჩს ათონის წმიდა მთის ივირონის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამობრძანების უფლება მისცეს,აღნიშნული უფლება წმინდა მთაზე როგორც ცნობილია სტუმრისადმი დიდ პატივად ითვლება და მას პროცესიის წინამძღოლი განსაზღვრავს.   როგორც ბერძნული რელიგიური საინფორმაციო სააგენტო www.romfea.gr  იტყობინება ათონის წმინდა მთაზე ყოველწლიური სადღესასწაულო ლიტანიობა წელს გამორჩეულად აღნიშნა და მას ლევკადის მიტროპოლიტი იოანე , მონასტრის წინამძღვართან ერთად უძღვებოდა.

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიერ ხატის გამობრძანებაში მონაწილეობის მიღების ფოტო მასალასაც აღნიშნული სააგენტო ავრცელებს.

წელს ივერიის ყოვლადწმიდა  ხატის სადღესასწაულო ლიტანიობას სხვა მომლოცველებთან ერთად ტრადიციულად უამრავი ქართველი მომლოცველიც დაესწრო.