მსოფლიო პატრიარქმა ქართველი ელჩი წირვაზე გვერდით დაიყენა და მრწამსიც ქართულად ათქმევინა

438

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა ქართველ ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა წირვაზე გვერდით დაიყენა და მრწამსიც ქართულად ათქმევინა. ეს დღე გამორჩეულ თარიღად შევა ისტორიაში ვინაიდან მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებათ ხოლმე მსგავსი პატივი, მრწამსი მსოფლიო პატრიარქის გვერდით მდგომებმა საზეიმო ლიტურგიაზე მშობლიურ ენაზე წარმოთქვან.

ეს ისტორიული მოვლენა ანკარაში საქართველოს საელჩოს, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით სტამბოლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის ბარათლომეოს I-ის მიერ აღვლენილი  წირვის დროს მოხდა, აღსანიშნავა რომ წირვის ცალკეული ეპიზოდები ქართულ ენაზე ქართველი მღვდელმსახურის, იღუმენ მიქაელს ბრეგვაძის მიერ წარმოითმებოდა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თურქეთში მცხოვრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სულიერ მოძღვრად არის დადგენილი . წმ. გორგის სახელობის ტაძარში ქართული საგალობლები შეასრულეს ასევე სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოსულმა მგალობლებმა.

​წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებისას მსოფლიო პატრიარქმა ისაუბრა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობას. ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მომავალ შიც ხელი შეუწყოს სტამბოლში ქართული რელიგიური კერის გაღვივებას ქართველი სასულიერო პირების დახმარებით. მსოფლიო პატრიარქს საქართველოს საპატრიარქოს სახელით წმ. გიორგის ხატი გადასცეს.

ღონისძიებას ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტამბოლში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.