ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სამარცხვნო გამოსვლად აფასებს

190

„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად უმრავლესობა აღარ ჰყავს, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდგომ კენჭისყრის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ის ვერ გადააყენეს დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან.

ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები და მიდგომები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც, გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

„თავაშვებულ, თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი, პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლა იყო – ბოლომდე ვმდგარიყავი ჩემს პოზიციაზე და თავად არ განვაცხადე გადადგომის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უმრავლესობა აღარ ჰყავს“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.