გაიცანით ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი,რომელმაც საკუთარ თავში გასაოცარი ნიჭი აღმოაჩინა

911

საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნებული , ყოფილი ემიგრანტი 35 წლის ქართველი აბსტრაქტული ხელოვანი ლაშა არსენიძე  ცოტა ხნის წინ თავისი ორმოცამდე ნახატით “iART” გალერეაში წარსდგა საზოგადოების წინაშე.მან პირველი ნამუშევარი ერთი წლის წინ შექმნა და მისი შემოქმედების შესახებ არაერთი სიუჟეტიც მომზადდა:

 

” წლების განმავლობაში საბერძნეთში ვცხოვრობდი, როდესაც ძალაუფლება დავკარგე და იმ ქვეყანაშიც ხელისუფლებასთან  პრობლემები შემექმნა, ქვეყნის დატოვება გადავწყვიტე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში ხატვა დავიწყე. შთაგონება, მუზა უცებ მოვიდა. მოულოდნელად თვალებდახუჭულმა  წარმოსახვაში  ფერთა გამის წყობა ფუნჯით ქაღალდზე გადავიტანე ნახატი შედევრი მინდოდა  გამომსვლოდა. მე მგონი რაც ჩაფიქრებული მქონდა, გამომივიდა კიდეც…”

პირველ ნახატს მეორე მოყვა, შემდეგ მესამე… ხილვებში ნანახმა სხვადასხვა დანიშნულების საგნებმა კომპოზიციების სახით ტილოზე გადაინაცვლეს. – ამბობს უნიჭიერესი ქართველი მხატვარი რომელმაც ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდგომ საკუთარ თავში გასაოცარი ნიჭი აღმოაჩინა.