ზუგდიდთან ახლოს ლია ნაროუშვილის ინიციატივით დაარსებულ ემიგრანტების ბაღში პირველი ნერგები დარგეს

208

2 მაისს – ზუგდიდთან ახლოს სოფელ დავითიანთან ლია ნაროუშვილის ინიციატივით დაარსებული ,,ემიგრანტების ბაღი -ფესვების” გახსნის ცერემონია გაიართა.  ემიგრანტების ბაღში პირველი ნერგებიც უკვე დარგეს და ახლა ორგანიზორები მომდევნო ღონისძიებისთვის ემზადებიან,როელიც 26 მაისს შედგება.
ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, პატრიარქის ფონდი “გაამწვანე საქართველო” და ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრი, კომპანია “ჯეოლაივი” იყვნენ.

ლია ნაროუშვილის განარტებით :,,მსურველი ემიგრანტების მიერ ან/და მათი სახელით ბაღში დაირგვება და იხარებს ხეები და დეკორატიული მცენარეები. თითოეულ მცენარეს ეყოლება
თავისი ავტორი ანუ ემიგრანტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს სამშობლოსგან მოწყვეტით, მცენარეებზე განთავს-დება მედალიონები, რომელზეც ამოიტვიფრება სახელი გვარი და ქვეყანა იმ ადამიანისა ვინც დარგავს და გაახარებს ნერგს. ამით ფესვებს არ მოწყდება ემიგრანტი და მას ყოველთვის ექნება სურვილი ამ ბაღში გამართულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.
ბაღის გაშენება -მოვლისას გამოვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დიზაინს, რათა ემიგრაციის ბაღმა შეასრულოს სამოდელო მეურნეობის ფუნქცია რეგიონში, მსგავსად ნიკო ნიკოლაძის მიერ დიდ ჯიხაიშში მოწყობილი მეურნეობისა.” -აცხადებს იდეის ავტორი.