გაიცანით ქართველი სკოლის მოსწავლე,რომელიც საბერძნეთის პრემიერმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია

10895

 DIASPORA.GE დღეს გაგაცნობთ ქართველ სკოლის მოსწავლეს ათენიდან რომელიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია და უმასპინძლა. 10 წლის ლიზი დადუნაშვილი ნეა იონიის ინტერკულტურული სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, რომელიც ერთ-ერთი ქართული დიასპორული ორგანიზაციის 2013-2018 წწ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ,,პატარა არგონავტების” აღზრდილია და ნეა იონიის სკოლაშიც მისი ხელმძღვანელის სოფია სარიდის რეკომენდაციით მოხვდა. 

ლიზი დადუნაშვილმა  გარდა წარჩინებული და გამორჩეული მოსწრებისა, სკოლაში თავი  მუსიკალური ნიჭითაც გამოიჩინა და წელს შობის დღესასწაულზე საბერძნეთის მასშტაბით იმ რამდენიმე უცხოელ მოსწავლეთა შორის მოხვდა, რომლებსაც პატივი ხვდათ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასისგან მიწვევა მიიღეს შობის დღესასწაული საბერძნეთის პრემიერ- მინისტრთან და მის ოჯახის წევრებთან აღენიშნა. 

-,,ეს დღე განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის – უყვება DIASPORA.GE-ს ლიზი – საჩუქარიც გადმომცა და წამოსვლის წინ , როცა ვემშვიდობებოდით მას,  მკითხა რომელი ქვეყნიდან ვიყავი და როცა ვუპასუხე საქართველოდან ვარ თქო, ასე მითხრა – საქართველო ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყნააო” –  გვიყვება ჩვენი საამაყო და საკუთარი ნიჭით წარჩინებული პატარა თანამემამულე ლიზი დადუნაშვილი.

DIASPORA.GE აქვე გთავაზობთ საბერძნეთის პრიერ- მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს სადაც საბერნეთის პრემიერ-მინისტრთან აღნიშნული შეხვდრა არის ასახული:

Κάλαντα των Χριστουγέννων από το Διαπολιτισμικό Δημοτικό Σχολείο Αλσούπολης

Κάλαντα των Χριστουγέννων στο Μέγαρο Μαξίμου από το Διαπολιτισμικό Δημοτικό Σχολείο Αλσούπολης.

Gepostet von Alexis Tsipras am Montag, 24. Dezember 2018