ათენის პრესტიჟულ უბანში ქართველმა კოსმეტოლოგ-ესთეტიკოსმა მეგი ჯღარკავამ ესთეტიკის ცენტრი დააფუძნა

1334

 გასული წლის ოქტომბერში საბერძნეთის დედაქალაქს, ისტორიულ, ცენტრალურ და ქალაქის პრესტიჟულ ადგილზე ათენში მცხოვრები ქართველი ქალბატონებისთვის (და არამხოლოდ ქალბატონებისთვის) საყურადღებო და ძალიან საჭირო ადგილი შეემატა. მიუხედავად იმისა რომ ქართველი ქალბატონი ემიგრანტები მუდმივ გარჯასა და შრომაში არიან, ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობა  გამორჩეულად აღნიშნავენ ქართველი ქალბატონების განსხვავებულ სილამაზეს და მომხიბვლელობას, რომელსაც კიდევ უფრო მეტ ნათელ სხივს შემატებს მეგი ჯღარკავას ახალი ინიციატივა და მის მიერ დაფუძნებული ესთეთიკის ცენტრი. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ამ საოცარ ადგილს ვწვეოდით და თქვენთვის მეტი ინფორმაციის მოსაწოდებლად თავად ესთეტიკის ცენტრის დამფუძნებელს კოსმეტოლოგ-ესთეტიკოს მეგი ჯღარკავას გავსაუბრებოდით: 

ესთეთიკის ცენტრი 2018 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ქ. ათენში, სინტაღმას მოედანზე, ის აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიით რაც ესთეთიკის სფეროში არსებული უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა. ჩემთან შესაძლებელია მთელი რიგი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება, როგორიცაა დერმატოკოსმეტოლოგია (მასში შედის ბოტულოტოქსინი რაც განაპირობებს მიმიკური ნაოჭების გასწორებას), ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ტუჩის კორექცია, სახის გაწმენდის სხვადასხვა პროცედურები, პილინგი, ნიღბები, პერმანენტული მაკიაჟი და ა.შ.

  • ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ქართველებისთვის, რომ შენ ქართველმა პროფესიონალმა ესთეტიკოსმა ათენის ამ პრესტიჟულ უბანში ასეთი მშვენიერი ადგილი შექმენი და ჩვენი აქ მყოფი ქართველი ქალბატონების სილამაზეს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდი …

-დაგეთანხმებით ვინაიდან თამამად შემიძლია გითხრათ რომ , მთელი ძალისმხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არსებობდეს ესთეთიკის, ასე ვთქვათ, ქართულენოვანი ცენტრი, რომელიც სტანდარტებით და პროცედურებით არ ჩამოუვარდება ადგილობრივ სილამაზის ცენტრებს. ძალიან დიდ და დადებით მუხტს მაძლევს სწორედ ის ფაქტი, რომ ქართველი ქალბატონები მიუხედავად რთული სამუშაოსა და გრაფიკისა მაინც ახერხებენ მოსვლას და საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას.

  • დიდი მადლობა მეგი ამ მშვენიერი ცენტრის შექმნისა და ასეთი კარგი ინიციატივისთვის .