წერილი ფსიქოლოგის თვალით დანახული ემიგრანტი ქალების სევდის და კვირა დღეს ქართულ რესტორნებში გართობის შესახებ

1548

  ცნობილი ფაქტია რომ, ემიგრანტი ქალების უმრავლესობას სამუშაო პირობებდან გამომდინარე , როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური  დატვირთვა აქვთ და  სიხარულით ელოდებიან კვირა დღის გათენებას. კვირა დღე მათი უმრავლესობისთვის შეიძლება თამამად ითქვას თავისუფლების დღეა , მათ ამ დღეს მინიმუმ რამდენიმე საათი შეუძლიათ არ იფიქრონ უმძიმეს სამუშაოზე და მეტიც განიტვირთნონ კიდეც, მაგრამ დილემა ხშირად სწორედ ამ დღის სწორად გამოყენება ხდება.  სად წავიდნენ ? სად შეძლებენ ეს დღე ისე გაატარონ რომ მომდევნო კვირა დღემდე შეძლონ განახლებული ემოციებით ადვილად გადაიტანონ მომდევნო დამღლელი და ემოციებისგან დამცლელი რუტინული სამუშაო დღეები…

ემიგრანტი ქალების დიდი ნაწილი ამ დღეს ქართულ რესტორნებში სტუმრობას ირჩევს და მეც როგორც ფსიფოლოგი, რომელსაც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მათი მხრიდან უამრავი ზარი შემომდის და საუბრის თემა არც თუ ისე იშვიათად სწორედ კვირა დღეს გატარებული დღის ამბების შედეგად ახლად შექმნილი პრობლემებია გადავწყვიტე ქართულ რესტორანს ვწვეოდი. აქვე გამოგიტყდებით, რომ როგორც უმრავლესობას მეც  მიყვარს მხიარულ გარემოცვაში ყოფნა და მეც ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, რომლებიც ჩემს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას იღებდნენ ხოლმე ქართული რესტორნის კარი შევაღე…

  მინდა გითხრათ, რომ ერთი შეხედვით ჩვენი ემიგრანტი ქალბატონები მართლაც მხიარულობენ, ცეკვავენ , მღერიან, მაგრამ თითოეულს თვალებში სევდა აქვთ, ზოგი მეორედ დაბრუნდა ემიგრაციაში, იქ აგრესიული გარემო დახვდათ… ზოგი საკუთარმა ოჯახმა უარყო, რის შედეგად ზედმეტად იგრძვნეს თავი სხვათაშორის მათ მიერ შეძენილ სახლებში… ზოგს შვილები, მშობლები, სამშობლო ენატრებათ… ზოგიც მოტყუებულია და ყველა კაცზე გული აიცრუა და სერიოზულად აღარავის უყურებს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი სადარდებელი იმალება მათი გაღიმებული სახეების უკან … ფიქრებში… გულში… სულში, მათ ფსიქიკაში …

მართალია სასმელი მაშინვე კარგ ხასითზე გვაყენებს, ცხოვრება გვიხარია ლამაზია, მაგრამ ეს ხომ დროებითია. სინამდვილეში ადამიანი გაურბის რეალობას, გაურბის წარსულის მტანჯველ ფიქრებს. მალე გონება-განწყობილება ეცვლებათ და ახსენდებათ თავიანთი განვლილი ცხოვრება… მე როგორც ფსიქოლოგი ვფიქრობ რომ მათი ქმედებები საკუთარი თავის განადგურებისკენ არის მიმართული.რა თქმა უნდა ეს არ არის გაააზრებული ქმედება, ეს არის ქმედება თითქოს ”დაივიწყო” წარსული, თუნდაც ის 2-3 საათი. რა სტრესი ჰქონდათ მანამდე, მეორე დღეს ერთი მესამედით ემატებათ. ცუდი ფიქრები შესაბამის მოქმედებებს განსაზღვრავენ ,მოქმედებების შედეგად ვღებულობთ შედეგს. ძალიან სტრესულ მდგომარეობას.

 ადამიანების უმრავლესობას ჰგონია სტრესიდან განთვისუფლება შესაძლებელია სასმლით , გართობით და სხვა გზით შეუძლებელია, მაგრამ მინდა გითხრათ რომ შესაძლებელია და რაოდენ იოლი ხდება ცხოვრება შემდგომ, აღარ ხარ დამძიმებული, აღარაფერი აღარ გახჩობს, საკუთარ თავზე ფსიქოლოგიური სამუშაოს ჩატარების შედეგად, როდესაც შენში ლაგდება ეს ყველაფერი, შენშია სიყვარული სიკეთე სიწყნარე, ჰაემონია, მოიცილებ ყველა ნეგატივს, რაც ამ ყველაფერს იწვევდა, ხოლო გარშემო ცხოვრებადა  ის ადამიანებიც ვინც ნერვებს გიშლიდათ თქვენს მიმართ პატივისცემით ეწყობიან.

 დიახ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ეს ასეა. ეს მეც საკუთარ თავზე ბევრჯერ გამომიცდია.

სიყვარულით თქვენი ფსიქოლოგი მანანა გოგიშვილი