ემიგრანტების უმრავლესობა უცხოეთში წასვლის საწყის ეტაპზევე ფსიქო-ემოციური სტრესის მსხვერპლები არიან- ინტერვიუ ფსიქოლოგ მანანა გოგიშვილთან

1298

 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგად საქართველოდან  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს უამრავ მოქალაქეს შევხვდებით. ბოლო წლებში გამოქვეყნებულის სტატისტიკებით გახშირდა ნერვოზული სტრესების შედეგად გარდაცვალების  შემთხვევები და სხვა ფსიფოლოგიური პრობლემების მქონე ემიგრანტების რაოდენობაც ამ საკითხზე და მისი ანალიზისთვის  დავუკავშირდით ქართველი ემიგრანტების ფსიქოლოგს პროფესიონალ ქოუჩს ქ-ნ მანანა გოგიშვილს ,რომელიც პრაქტიკული ფსიქოლოგის დახმარებას სახლიდან გაუსვლელად-ონლაინ პირადი კონსულტაციებითაც  ახორციელებს  (ვებ გვერდი: mananogogishvili)  და უმრავ ემგრანტთან  წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გააჩნია. 

-გამარჯობა ქალბატონო მანანა , თქვენთან შეხვედრა და გასაუბრება ბოლო პერიოდში ემიგრანტებში სტრესული მდგომარეობების მატების სტატისტიკამ და აქედან გამოწვეულმა სხვა უამრავი პრობლემების გახშირებამ გადაგვაწყვეტინა და მადლობა რომ დაგვთანხმდით გაგვსაუბრებოდით,  თქვენ როგორც ამ საკითხების სპეციალისტი როგორ ხედავთ დღევანდელ მდგომარეობას ამ მხრივ, რა არის აღნიშნული შემთხვევების მატების მიზეზი?

-მოგესალმებით , მადლობა თქვენ რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ და გვერდი არ აუარეთ , ვინაიდან შეიძლება ითქვას რომ ემიგრანტების უმრავლესობაც ხშირად არ აქცევს საწყის ეტაპზე ფსიქო-ემოციურ საკითხებს სათანადო ყურადღებას და შემდგომ ხდება ის რაც ხდება .   ემიგრანტებთან ჩემი მუშაობის და პრაქტიკიდან გამომდინარე ხმამაღლა შეიძლება ითქვას რომ , ემიგრანტების უმრავლესობა ,რომლებიც საქართველოდან ოჯახების გადასარჩენად წავიდნენ უცხოეთში საწყის ეტაპზევე უკვე ფსიქო-ემოციური სტრესის მსხვერპლები არიან. პირველი დარტყმა მათზე სწორედ ეჯახებისგან მოწყვეტა და დაშორებიდან იღებს სათავეს, რაც განსაკუთრებით მძიმეა თითოეული ქალისათვის , რომელსაც  შემდგომ უკვე  ემატება ემიგრაციაში მუშაობის ურთულესი გრაფიკი და ის დატვირთვა რასაც ისინი ძალიან ხშირად განიცდიან სამუშაო ადგილებზე. ჩემთან მომართვისას ხშირად აღნიშნავებ ემიგრანტი ქალები რომ ვეღარ უძლებენ ადამიანურად არსებულ მდგომარეობას, ძალა აღარ ყოფნით გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რის შედეგად ხშირად ფიქრობენ და მესაუბრებიან სიუციდის შესახებ და მოგეხსენებათ არაერთი შემთხვევაა როდესაც ასე სამწუხაროდ ფატალურადაც დაუსრულებიათ კიდეც სიცოცხლე ჩვენს თანამემამულეებს, ვისაც მსგავსი სტრესის დროს არ მიუმართავს სპეციალისთვის და არ მიუღია შესაბამისი დახმარება, ამ დროს ხომ ადამიანს საკუთარი თავისგან გაქცევის სურვილი უჩნდება და მას გვერდით მეორე ადამიანი სჭირდება , რომელიც ემიგრაციაში არც თუ ადვილი საპოვნელია… სხვათაშორის სტრესის დროს ხშირია ასევე ოჯახის წევრებთან ცუდი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რასაც არასპეციალისტები უცხოეთში არსებული მენტალური სტიგმებით ხსნიან ხოლმე , სინამდვილეში კი მთავარი პრობლემა სწორედ ის სიტუაციაა რაზეც ვისაუბრეთ და არც თუ რთულად გადასაჭრელი.

– მინდა გკითხოთ ერთი რამ ამასთან დაკავშირებით , ხშირად მსგავს სიტუაციებში სკაიპით თუ პირად ასე ვთქვათ რჩევით საუბრებში ეუბნებიან ხოლმე ასეთ მდგონარეობაში მყოფ ადამიანებს, გააკეთე შენ ეს შეგიძლია და ასე შემდგომ , თითქოს ეს საჭირო გამხნევებაა და მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ ეს ხომ  მათი პრობლემების მოშორებას უფრო გავს ,,მრჩევლების  მხრიდან ” … მე ასე ვფიქრობ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

-აბსოლიტურად გეთანხმებით , რომ შეეძლოს ადამიანს და ძალა ქონდეს ამის,შეძლებდა სტრესული მდგომარეობიდან თვადვე გამოსვლას. პრობლემა სწორედ ის არის და ეს ძალიან ხშირია უცხოობაში რომ არ შეუძლია, ძალა აღარ აქვს ადამიანს , დაბალ ენერგეტიკულ დონეზეა დასული.  როცა ასეთ სიტუაციაში ვარდება ადამიანი მის ერთ პრობლემას მეორე მოყვება და ასე პრობლემას ნამდვილად ვერ დაძლევს წარმოიდგინეთ რომ თუ ადამიანს წინა პრობლემა მოგვარებულ-დასრულებული არა აქვს, ან მივიწყებული ის წინ როგორ წავა?!

საინტერესოა ნამდვილად ეს საკითხიც ახლა რასაც შეეხეთ, ფსიქოლოგიური ფაქტორი ცნობილია რომ ადამიანს ენერგიის გაძლიერებაში ეხმარება და ფიზიკურად ხდება უკეთ , მაგრამ ეს როგორ შეიძლება მოხერხდეს ემიგრანტებთან მათი სამუშაო გრაფიკიდან და დროის უქონლობიდან გამომდინარე?

 –ფაქტია მოუგვარებელი პრობლემები ყოველთვის თავს გვახსენებს. თუ დაუკვირდებით რაღაც როცა გაწუხებთ, მასთან ფიქრებში განჩნდება უარყოფითი ფიქრები ან ვთქვათ ვიღაცამ გაწყენინათ, გაგახსენდათ ან გაგახსენეს, მომენტალურად ცუდ ხასითზე დგება ადამიანი, ეს ცუდი განწყობა შეიძლება გაგრძელდეს როგორც ერთი საათი და ასევე ერთი თვეც, გაააჩნია რა ემოციები გამოიწვია მან. ზოგს მალევე ავიწყდება, მაგრამ გახსენებით ამოუტივტივდება მტკივნეული ეპიზოდები, თუ მის განეიტრალებას არ მოახდენს ადამიანი, ეს გაგრძელდება დაუსრულებლივ, თუ გადაწყვიტა დაამთავროს ეს პრობლემა, გათავისუფლდება და ენერგია მოემატება, საქმისადმი პროდუქტიულობა დაიწყებს მატებას და მეტსაც გეტყვით ახალი იდეეებიც კი დაებადება . მეორე მხრიდან კი თუ შევხედავთ ფიზიკური მდგომარეობა ადვილად შეიძლება გაიუარესოს ადამიანვე თავადვე , მარტივ მაგალითს მოგიყვანტ როდესაც პრობლემზე ფიქრს იმ დონემდე მისცემს თავს ადამიანი რომ როგორც იტყვიან მასზე ჩაიციკლება, თუნდაც ვინც აწყენინა, ზიანი მოაყენა , ცუდი ადამიანი იყო, მასზე ფიქრებით საკუთარ ცხოვრებას ირთულებსს, წარმოიდგინეთ ვიღაცამ გაწყენინათ დაუმსახურებლად, თქვენ იმაზე ფიქრობთ გამუდმებით და გგონათ ამით პრობლემას აგვარებთ მასთან მიმართებაში ? არა რა საკვირველია . მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას.ამ უარყოფითი ფიქრებით დატვირთული ბევრი ადამიანი ავადდება, ზოგს შემდგომ წნევები აწუხებს,ზოგს თავის ტკივილები,ზოგს თქვენ წარმოიდგინეთ რომ ქვედა კიდურების პრობლემებიც კი ეწყებათ, ზოგს ნევროზი და ასე შემდგებ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ და დღევადღელ ეპოქაში არაა უცნობი, რომ ყოველ დაავადებასს ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს, ვინაიდან ავადდება ადამიანი სხვადასხვა სიპტომებით და მას არა აქვს ძალა გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

 –ქალბატონო მანანა, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს რომლების აბსოლიტური უმრავლესობაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვები ემიგრანტები არიან?

– მიყვარს ემიგრანტები, ემიგრაციაში 13 წელია ვარ მეც და არაერთ მათგანს ვემსახურები სხვადასხვა ქვეყანაში დისტანციურად .თითოეულის ტკივილი კარგად მესმის, რას განიცდიან, როგორი რთულია მათი ცხოვრების წესი. თითოეულისგან ვგრძნობ სითბოს სიყვარულს და ეს უდიდეს მოტივაციასსს მაძლევს რომ ჩემი მისია განვახორციელო. 

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.