ფსიქოლოგი მანანა გოგიშვილი აცხადებს რომ ემიგრაციაში არსებული პირობებიდან გამომდინარე ბევრ დედას აქვს დანაშაულის შეგრძნება

523
 ქართველი ემიგრანტების ფსიქოლოგი და  პროფესიონალი ქოუჩი მანანა გოგიშვილი მიიჩნევს რომ: ,, ემიგრაციაში არსებული პირობებიდან გამომდინარე ბევრ დედას აქვს დანაშაულის შეგრძნება,რაც ბუნებრივიცაა,რადგან ჩვენი ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს… , ემიგრანტი დედა იმდენად ერთვება აქ არსებულ რუტინაში, ვერ ახერხებს საჭირო ენერგიის მობილიზებას, რთულად უყურებს არსებულ რეალობას , არა აქვს საკმარისი რესურსები  და როდესაც ადამიანი რთულად აღიქვამს სიტუაციას, მასში მრავლდება რთული სიტუაციები.თითოეული ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია დედა იყოს ბედნიერი, არა აქვს მნიშვნელობა დედა შორსაა თუ ახლოს, ენერგეტიკულად 7 წლამდე ბავშვი მიჯაჭვულია დედასთან, ის გრძნობს დედის შინაგან მდგომარეობას…..თუ მუდმივად უკმაყოფილოა დედა შვილით, ხდება გაუცხოება. მეტი სითბო, მეტი სიახლოვე, უანგაროდ გაცემული სიკეთე შვილის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია შვილის განვითარებისათვის……როდესაც დედა საკუთარი ძალების გაძლიერებისათვის დაიწყებს ზრუნვას მის შინაგან სიმშვიდეზე, არა მარტო შვილიც ,გარშემო ადამიანებიც ამას შეიგრძნობენ ქვეცნობიერად, გაქრება ის თვითდაკნინების ემოციაც,  დანაშაულის გრძნობაზე მიჯაჭვულობა… გააცნობიერებს იტანჯება არაჯანსაღი შეძახილების გამო… და მასში შემოვა ბედნიერება.ბედნიერ მშვიდ  ადამიანს უკვე შეუძლია მისი მიზნების დაგეგმარება და არსებული მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა.” – ამბობს ფსიქოლოგი.