ზვიად კვაჭანტირაძემ სტრასბურგში მიშელ მუსხელის ხსოვნას პატივი მიაგო

209

საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგთან ახლოს დაკრძალული ქართველი თანამემამულის იურისტის, მეცნიერის, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტის, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტის, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტის, სპორტსმენის, მთამსვლელის და  “აკადემიური პალმის” ჯილდოს კავალერის მისელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) განსასვენებელი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

   – ამ დიდებულ ქართველ მეცნიერზე მალე უფრო მეტს მოგიყვებით. ევროპის კავშირის შექმნის იდეის ერთერთი პირველი, თუ ყველაზე პირველი აპოლოგეტი- სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. როდესაც საქართველოზეა საუბარი, ევროპამ მიშელ მუსხელის ღვაწლის შესახებ ევროკავშირის წინაშე უფრო მეტი უნდა იცოდეს ” – აღნიშნა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ მიშელ მუსხელის ღვაწლის შეფასებისას.