ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ემიგრანტები ევროპის ქალაქებში საპროტესტო აქციებს აანონსებენ

576

როგორც ცნობილია საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და თესალონიკში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ემიგრანტებმა  აქციები გამართეს.

საინფორმაციო  სააგენტო georgians.gr -ის ინფორმაციით რუსეთის საელჩოს წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ემიგრანტები აცხადებენ რომ აღნიშნული:  ,,პროტესტი უკავშირდება რუსი ჯარისკაცების შესვლას სოფელ ხურვალეთში და ზოგადად,რუსეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას”.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების განცხადებით მსგავსი ტიპის აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართება და ის პერმანენტური ხასიათის იქნება.