იმის შეგრძნება რომ შენ ჭირდები შენს ქვეყანას უფრო დიდ და სასარგებლო საქმეებს გაგაკეთებინებს – ინტერვიუ ნანა ღლონტთან

536

 დიასპორა როგორც  საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგად მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა  ახალ საცხოვრისებს.   სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში თვითორგანიზებული ქართული დიასპორები ყალიბდებიან, რომლებსაც ახლა გაცილებით სხვა პრობლემები და გამოწვევები აქვს ვიდრე ეს გასული საუკუნის 90 იანი წლების  დასაწყისში იყო. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ  DIASPORA.GE იწყებს ჩვენი საპატიო თანამემუმულეების მოსაზრებების შეკრებას და საუბარს მათთან ერთად.  ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ესპანეთში მცხოვრები ბარსელონაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ბარსელონის კულტურის ცენტრის ეუროჯორჯია ბარსელონა” პრეზიდენტი და მასთან არსებული საკვირაო სკოლის დამფუძნებელი ნანა ღლონტი-ფურცელაძეა.

– ქალბატონო ნანა , როგორ ფიქრობთ თანამდეროვე გამომწვევების პირობებში საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების ფუნქცია, გარდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა რა უნდა გახდეს?

-თანამედროვე დიასპორული ორგანიზაციების ფუნქცია უნდა იყოს, როგორც თვითმყფობადობის შენარჩუნება ასევე ფართო მასშტაბებით პოპულარიზაცია ქართული ხელოვნების და კულტურის. რაც საშუალებას მოგვცემს ფართო მაშტაბით წარმოვაჩინოდ საქართველო.უნდა გაღრმავდეს ერთობლივი პროექტები ემიგრანტ და საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს შორის ,რაც ხელს შეუწყობს მათ უწყვეტ კავშირს მომავალში.

-საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ თანამემამულეებზე – ქართულ დიასპორაზე , თქვენი აზრით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულად რა ნაბიჯებით უნდა მოხდეს აღნიშნული კანონის ინპლემენტაცია?

-აუცილებლად უნდა შეიქმნას პროექტი ,რომლის საშუალებითაც ხელს შეუწყობენ ემიგრანტების დაინტერესებას და დაბრუნებას თავის სამშობლოში.

-საქართველოს პოლიტიკური პარტიების აბსოლიტურ უმრავლესობას საკუთარ პროგრამებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ თანამემამულეების და ქართული დიასპორის შესახებ არავითარი პროგრამული ჩანაწერი არ აქვთ, რას უკავშირებთ ამას ?

ვფიქრობ რომ არ თვლიან საჭიროდ სამშობლოს გარეშე დარჩენილი ქართველი ხალხის საზოგადო ჩართულობაზე. უნდა იგრძნობოდეს რომ შენ ჭირდები შენს ქვეყანას და ზრუნავს შენზე.იმედს ვიტოვებ რომ დადგება ის დრო როდესაც პოლიტიკური პარტიები საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი თანამემამულეების პრობლემებს თუ წარმატებებს გულისყურით მოეკიდებიან და პროგრამული ჩანაწერებიც აუცილებლად გაკეთდება. რადგან ემიგრაცია განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და საკმაოდ პროგრესული ამავდროულად.

-როგორ ცნობილია საქართველოს პარლამენტში არ არიან დიასპორის წარმოამადგენლები , თქვენი აზრით საჭიროა თუ არა საქართველოს პარლამენტში დიასპორის და შრომითი მიგრანტებიდან იყვნენ წარმოდგენილები და რატომ ?

ვთვლი რომ აუცილებელია საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და შრომითი მიგრანტებისგან არჩეული  წარმოდგენილები იყვნენ,  ვინაიდან მათ საკმაოდ დიდი წარმატებით შეუძლიათ თავი გაართვან და უფრო გულისყურითაც მოეკიდონ დიასპორის და ემიგრაციის პრობლემების მოგვარებას და თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის პროცესებში. ისინი ხომ ათწლეულებს ითვლიან უკვე რაც ევროპის სივრცეში მოღვაწეობენ და თავისი უდიდესი პრაქტიკითა და გამოცდილებებით თავის ქვეყანას უსათუოდ გამოადგებიან.

რას ფიქრობთ ღვაწლმოსილი ემიგრანტების, საქართველოს მხრიდან მათ დასაფასებლად დაწესდეს სპეციალური ჯილდო და წელიწადში ერთხელ მაინც დაჯილდოვდნენ ღირსეულითანამემამულეები?

ეს აუცილებელიც არის. მიმაჩნია რომ ის ადამიანები ვინც საქართველოს თვითმყოფადობას უნარჩუნებს და ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვრებს გარედ დიდ ღვაწლში არიან და ეს დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან.ადგილსამყოფელ ქვეყნებში ეს ადამიანები განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების მიუხედავად უნარჩუნებს მომავალ თაობას ქართულ კულტურას,ხელვნებას და ტრადიციებს. ასეთი ადამიანების დაფასება, წახალისება , დაჯილდოება მე ვიტყოდი და დამერწმუნეთ დიდი სტიმული იქნებოდა .მათ იმის შეგრძნება რომ შენ ჭირდები შენს ქვეყანას უფრო დიდ და სასარგებლო საქმეებს გაგაკეთებინებს.

– თქვენ აზრით საზოგადოებრივი მაუწყებელის , გადაცემათა ბადეში უნდა არსებობდს თუ არა გადაცემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გააშუქებს უცხოეთში არსებული ქართული კერების , ღვაწლმოსილი თანამემამულეების საქმანობას და რიგითი თანამემამულეების პრობლემებს?

აუცილებელია არსებობდეს სამაუწყებლო ტელე არხი სადაც სისტემატიურად იქნება გაშუქებული საზღვრებს გარედ არსებული ქართული დიასპორები. მათი მოღვაწეობა, პრობლემები თუ წარმატებები.

-და ბოლო რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს რომლის უმრავლესობაც დღეს ცხოვრობს უცხოეთში, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მათთვის?

-საზოგადოება რომელიც დღეს საზღვრებს გარედ ცხოვრობს გამძაფრებულად განიცდის სამშობლოს სიყვარულს,მონატრებას და თავის სამშოლოში მიმდინარე პროცესებს.მაგრამ იმედს არ კარგავს რომ მოვა დრო და წელგამართული დაბრუნდება თავის ასე მონატრებულ სამშოლოში.ვიმედოვნებ მათში არასოდეს ჩაქრება ქართული სული.მივმართავ მკითხველს რომ მათ არასოდეს დაკარგონ ის დიდი ნაპერწკალი მიუხედავად ურთულესი გზისა რომელსაც მოთმინებით მიუყვებიან .რადგან ეს სწორედ ის არის რითაც აქამდე მოვედით. “ჩვენ დავბრუნდებით!”

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი