ნენო გაბელიას ხმა და გზავნილები ძალადობის წინააღმდეგ

397

„100 ხმა ძალადობის წინააღმდეგ“ წარმოადგენს ფონდის -„სამართლიანობა და თანასწორობა“ პროექტს. მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და არსებული სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ძალადობასთან დაკავშირებითაა დამკვიდრებული. პროექტი აერთიანებს 100 ადამიანს, რომელიც თავის პროფესიაში წარმატებულია და თავის მოსაზრებას გააჟღერებს. “ 

დღეს წარმოგიდგენთ  იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის

ნენო გაბელია შეხედულებებს და შეფასებებს ძალადობის შესახებ.  

🔷 ნენო გაბელიასაქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში.

🔶 ,,როცა ვცდილობთ, გავიხსენოთ, პირველად როდის შევგვეხო დისკრიმინაცია, ალბათ, ყველას სკოლის პერიოდი გვახსენდება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემთვის რაღაცნაირად შემოუხედავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვიყავი. ვერც აღვწერ ამ გრძნობას, როცა ვიღაცას თან ეცოდები და თან მისთვის რაღაც დოზით არასასურველი ადამიანი ხარ.
სკოლას მომავალი თაობის აღზრდაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ სახელმწიფომ ყველაზე დიდი რესურსი სწორედ აქეთკენ უნდა მიმართოს. პერიოდულად უნდა გადამზადდნენ მასწავლებლები, რათა, უპირველეს ყოვლისა, თვითონ გაიგონ რა არის დისკრიმინაცია, რა სახის დისკრიმინაცია არსებობს და როგორ უნდა მოხდეს მისი პრევენცია. შემდეგ უკვე მასწავლებელი მიაწვდის ბავშვებს სწორ ინფორმაციას დისკრიმინაციის შესახებ

ბოლოს, როცა საქართველოში ვიყავი, ტექნიკურ უნივერსიტეტში წავიკითხე ლექცია სიძულვილის ენის, .. Hate speech-ის შესახებ. სიძულვილის ენა ძალიან არის გავრცელებული სოციალურ ქსელებში. ხშირად ვხვდებით ისეთ პოსტებსა თუ კომენტარებს, რომლებიც სხვა ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას ემსახურება. შესაბამისად, ადამიანები სოციალური მედიის საშუალებით მარტივად ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ფატალურადაც დასრულდა

ჩვენს საზოგადოებას ძალიან ცუდი სენი სჭირს. ჩვენ იშვიათად ვცხობრობთ ჩვენთვის. სულ გვესმის
საზოგადოებისგან სიტყვები: ,,იმან არ გაიგოს, სირცხვლია“, ,,ხალხი რას იტყვის?!” – ესეც ფსიქოლოგიური ძალადობის ერთერთი ფორმაა, რომლის მსხვეპლი, ალბათ, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა.” 🔶