ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს საქართველოში საზაფხულო ბანაკში დასვენების საშუალება ეძლევათ

1050

ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს საქართველოში საზაფხულო ბანაკში დასვენების საშუალება ეძლევათ- ამის შესახებ Diaspora.ge-ს ნესტან ჩიტაიამ განუცხადა. მის მიერ მოწოდებული ინფომაციით 2019 წლის 12 აგვისტოს, საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული, ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდებისათვის საზაფხულო ბანაკი გაიხსნება. ღონისძიება საქარველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართება და ბანაკი „სამშობლოს“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი. ბანაკის მონაწილეები იქნებიან 9 დან 16 წლამდე ასაკის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თბილისში მაცხოვრებელი მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მონაწილეების რაოდენობა შეადგენს 40 ადამიანს. ბანაკის პროგრამა გათვლილია ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობაზე. დაგეგმილია ისტორიული და ტურისტული ადგილების მონახულება, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძებისა და ტკბილეულის (ხინკალი, ჩურჩხელა) მასტერ-კლასები, შეხვედრები ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან (ჯგუფი „ბანი“, მეგი გოგიტიძე), და რა თქმა უნდა, ქართული ენის შესწავლა.

,, მიგვაჩნია, რომ აღნშნული პროექტი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა და ისინი ფაქტობრივად მოწყვეტილნი არიან მშობლიურ ფესვებს. ეს პატარა ქართველები ჩვენი ქვეყნის მომავალია. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მათთან და ვაჩვენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ისტორიულ სამშობლოში არის. საცხოვრებელი, კვება, სწავლება საქართველოს კულტურის, ზღვაზე დასვენება, მასტერ კლასი და ექსკურსიები ყველაფერი იქნება უფასოდ. 35 ადგილი კი ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი “- განაცხადა ჩვენთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნესტან ჩიტაიამ.

აქვე გაცნობებთ რომ მსურველები უნდა დაუკავშირდით ნესტან ჩიტაიას საკონტაკტო ნომერზე : +995 596 957 799, ასევე შეგიძლიათ მასთან გასაუბრება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ვიბერის საშუალებით.