თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა კონსტანტინეპოლის  მთავარეპისკოპოსს ფანარში ეწვია

130

8 აპრილს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა კონსტანტინეპოლის  მთავარეპისკოპოსთან, ეკუმენურ პატრიარქ  ბართლომეოს I-თან.

 როგორს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ხაზი გაესვა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობას. ამასთან, ეკუმენურმა პატრიარქმა განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობა და უსურვა მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I-ს გულთბილი მიღებისთვის, საქართველოს მიმართ გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საკითხში და იქვე თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.