ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ღონისძიება გამართა

325

როგორც მის ოფიციალური გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი,

2 მარტს, “რაგბი ევროპის ჩეპიონატის” მესამე მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბრიუსელში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. “ბორჯღალოსნებმა” “შავი ეშმაკები” 46:6 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ, ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ნინო ახალშენიშვილის ინიციატივით “ბორჯღალოსნები” ქართველ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს ბელგიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა, ჟორჟ-ლუკა და ავთანდილ ილურიძეებმა.

შეხვედრას ესწრებოდა ლელობურთის საპატიო პრეზიდენტი და ნატოსთან საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

“ბორჯღალოსნებმა” და ახალგაზრდებმა გამარჯვებასთან ერთად, ბორჯღალოსან ოთარ გიორგაძის დაბადების დღეც ავღნიშნეთ.

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა მორაგბეების თქმით მათთვის დიდი მოტივაცია და სტიმული იყო “ბორჯღალოსნებთან” პირადად შეხვედრა და გასაუბრება, რადგან მათ სწორედ “ბორჯღალოსნების” მაგალითზე დაიწყეს რაგბის თამაში.

შეხვედრის ბოლოს გათამაშდა რაგბის ფედერაციის მიერ გადმოცემული ბურთები და კვართი მორაგბეთა ავტოგრაფებით.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ბელგიაში, რომელმაც უმასპინძლა აღნიშნულ შეხვედრას და აგრეთვე ბ-ნ ბაჩო ხურციძეს, რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორს.

ნათქვამია ბელგის ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ბელგის ახალგაზრდა ელჩის განცხადებით :

– ეს იყო გაცნობითი სახის შეხვედრა – დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოუგებდა ბელგიას ამ თამაშს და ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს დიდი სურვილი გვქონდა, რომ ეს გამარჯვება ბორჯღალოსნებთან ერთად აგვეღნიშნა.

-აქ მცხოვრები ახალგაზრდა მორაგბეების წახალისება, რადგან როგორც მათ თქვეს ბორჯღალოსნებთან პირადად შეხვედრა და გასაუბრება მათთვის დიდი სტიმულია, იმიტომ რომ სწორედ მათ მაგალითზე დაიწყეს რაგბის თამაში.

ავტორი:ლიკა ჯანელიძე