ვიმედოვნებთ, ყოველივე ამას გაითვალისწინებთ – ნუნუ გელაძე დავით ზალკალიანს საჯარო განცხადებით მიმართავს

456

იტალიაში მოღვაწე მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ნუნუ გელაძე ზაალ სარაჯიშვილის დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის მოთხოვნით მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ღია წერილს უერთდება და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საჯარო განცხადებით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ს ა მ შ ო ბ ლ ო  გ უ ლ ი თ  ს ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
Con la Georgia nel cuore
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
ბატონ დავით ზალკალიანს

ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო,

გიდასტურებთ რა პატივისცემას საქართველოს სახელმწიფოსა და პირადად თქვენ მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისადმი გაწეული ზრუნვისათვის, ჩვენ, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით, ძალისხმევას არ ვიშურებთ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირის გაღრმავებას და ამ საშვილიშვილო საქმეში უდიდეს როლს ვანიჭებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღვაწლს. ამიტომაც, ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთსულოვნად და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების სახელით, მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაცია და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოთ ღირსეული, პატიოსანი და პროფესიონალი პიროვნება ბატონი ზაალ სარაჯიშვილი, რომელმაც თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა დიასპორასთან მყარი, მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. იგი ჩვიდმეტი წელია ქართული დიასპორის საკითხებზე მუშაობს, არის სახელმძღვანელოს „საკონსულო საქმიანობაში გზამკვლევი“-ს ავტორი. სწორედ მან პირველმა დააფუძნა „მიგრანტთა საადვოკატო ბიურო“ და განახორციელა იურიდიული მომსახურება ემიგრანტებისათვის, დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში); დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რანგში მუშაობისას მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიის პროექტი; მისივე ინიციატივით შეიქმნა “ქართული დიასპორის ელექტრონული ბიბლიოთეკა”, ძნელია მცირე წერილში ყველა იმ კომპეტენციისა და ღირსების ჩამოთვლა, რაც ბატონ ზაალს გააჩნა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ქართულ დიასპორაში საყოველთაო პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. ვიმედოვნებთ, ყოველივე ამის გათვალისწინებით დააკმაყოფილებთ იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ემიგრანტის თხოვნას.

თქვენი გულისხმიერების იმედით,
მილანის სათვისტომოს „სამშობლო გულით სატარებლის“
თავმჯდომარე, ნუნუ გელაძე “– წერს ცნობილი მთარგმნელი და იტალიაში მცხოვრები იმ გამორჩეული ემიგრანტების სიასაც აქვეყნებს რომლებიც მის მოსაზებას ეთანხმებიან: ქეთევან თურმანიძე – მილანი, სოსლომონ ნერგაძე -მილანი, ნინო ჯაფარიძე – მილანი, თეა ოსეფაიშვილი -მილანი,ზაქარია მამაგულაშვილი – მილანი, ქეთევან მამაგულაშვილი – მილანი, ელენე ლოლაძე – მილანი,ინგა აბელიშვილი -მილანი, მანანა გოგინაშვილი -მილანი, ინგა ბასხაჯაური -მილანი,გულიკო ლომთათიძე -ვიჩენცა,მაია სიხარულიძე -ვიჩენცა,მანანა ხიზანეიშვილი -ფლორენცია,ლეილა ქადაგიშვილი -ფლორენცია,ნატა პერანიძე – რეჯო ემილია,თამარ ბერიძე – ნეაპოლი,თეონა კასარელი -ბარი,ნონა უგულავა – ბარიში ქართველ ემიგრანტთა ლიგის ხელმძღვანელი,ქეთო პერანიძე – რეჯო ემილია,ნინო კაკიაშვილი – რეჯო ემილია,ნანა მოდებაძე – რეჯო ემილია,ნინო დეკანოიძე – ბარი,მეგი ლილუაშვილი – ფლორენცია,ნინო ჩუბინიძე – რეჯო ემილია,ნინო რეხელაური -მანტოვა,ნანა ბოცვაძე -რეჯო ემილია,რუსუდან გორგოძე – რეჯო ემილია, ეკა ოთარაშვილი -ბარი.