გაეცანით პარლამენტში არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს

1011

 არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა, რასაც საზოგადოებაში განხილვა და არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. ზოგიერთო მათგანი გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ კანონი მიმართულია ემიგრანტების დაკავევევბისკენ და თითქოს პირდაპირ წერია, რომ კანონი სამართალდამცავებს დაავალებს არალეგალი ემიგრანტების დაკავებებს და ა.შ

  დიასპორული მედია მაუწყებელი DIASPORA.GE  გთავაზობთ  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წარდგენილ ვარიანტს და თავად შეგიძლიათ გაეცნოთ მას,  დასკვნაც თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ, ვინაიდან წარდგენილ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტში ნათლად ჩანს რომ არსად არ არის აღნიშნული არალეგალი ემიგრანტების დაკავების შესახებ ჩანაწერი  და რეალურად კანონპროექტი მიზანმიმართულია მხოლოდ  ფინანსური სარგებლის მიზნით, უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზების აღსაკვეთად.

იხ. წარდგენილი კანონპროექტის ვარიანტი: 

რთ ეტ ეს

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,

№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3442 მუხლი:

„მუხლი 3442. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება

1. პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ან წლმდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარიშეთანხმებით ჯგუფისმიერ; ბ) არაერთგზის;

) ორი ან მეტი პირის მიმართ;

) ყალბი დოკუმენტის გამოყენებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ან წლდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხიან წლდე.

: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე15 დღეს.