Pedro Sánchez ესპანეთის ახალი პრემიერი ემიგრანეტბს საბუთებს პირდება

45166

ესპანეთის პარლამენტმა სახელობითი კენჭისყრის შემდეგ მარიანო რახოი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. რახოი ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ამ ტიპის კენჭისყრაში დამარცხდა.

Pedro Sánchez Pérez-Castejón; დაიბადა 29 თებერვალს 1972წელს  მადრიდში ,ესპანელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი 2014 წლიდან.

აღსანიშნავია, რომ ფიცის ცერემონიას ესპანეთის მეფე, ფილიპ VI- ესწრებოდა. სანჩესი ათეისტია და მან ბიბლიაზე ფიცის დადებაზე უარი განაცხადა. ინაუგურაციის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა მისი წინამორბედი მარიანო რაჰოი.
წინა პრემიერმინისტრი 1 ივნისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა.კენჭისყრის ინიციატორი პარტია PSOE- იყო. უნდობლობის გამოცხადების მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც ოპოზიციის განცხადებით, ყოფილი პრემიერი იყო ჩართული.

„ჩვენ ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალეთ“, – განაცხადა სანჩესმა კენჭისყრის შემდეგ. . სანჩესის პარტია ამჟამად პარლამენტში მანდატების მეოთხედზე ნაკლებს ფლობს, თუმცა სოციალისტების ლიდერმა თავის გარშემო ძალების კონსოლიდირება მოახერხა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

უკვე მიულოცა ევროკომისიის ხელძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა. იუნკერმა გაგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ ესპანეთის ახალი მთავრობა გააგრძელებს ძლიერი, ერთიანი და სამართლიანი ევროკავშირის მხარდაჭერას.

კონსერვატორების ლიდერი პრემიერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. „ჩემთვის საამაყოა, რომ შემცვლელს იმაზე უკეთეს ესპანეთს ვუტოვებ, ვიდრე ჩემი მოსვლის დროს იყო“, – თქვა რახოიმ კენჭისყრაში დამარცხების შემდეგ.

პედრო სანჩესმა უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას მცირე წარმომადგნელობით შესული პარტიები მიემხრნენ, მათ შორის ბასკების ნაციონალისტური პარტია, რომლისგანაც სოციალისტების ლიდერმა 180 ხმა მიიღო.

სანჩესის განცხადებით, რახოიმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავისი მთავრობის ყოფილი წევრის გარშემო ატეხილ სკანდალზე. რახოის მთავრობის ყოფილ წევრს ფულის გათეთრებისა და სხვა ფინანსური დანაშაულებისთვის ესპანეთის სასამართლომ 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.კორუფციაზე ბრალდებების გამო ესპანეთის პარლამენტში მხარდაჭერას კარგავს როგორც რახოის, ისე სანჩესის პარტიები და შედარებით მომცრო პარტიების ელექტორატი მცირდება

რაც შეეხება არალეგალ ემიგრანტებს  პედრო სანჩესმა განაცხადა რომ  “ესპანეთში მცხოვრები ყველა არალეგალ ემიგრანტს საბუთებს მისცემს ”

 

წყარი :https://www.mediterraneodigital.com/…/pedro-sanchez-dara-pa…