იტალიურმა ქალაქმა რანდაცომ ოკუპირებულ ცხინვალთან მეგობრობა გადაწყვიტა და თანამშრომლობის პაქტიც გააფორმა

356

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულმა მთავრობამ მორიგი ,,დიპლომატიური” წარმატებული ნაბიჯი გადადგა და როგორც იტალიური  sputniknews.com   იტყობინება ხელი მოეწერა ორმხრივ თანამშრომლობას იტალიის, კატანიას პროვინციის ქალაქ რანდაცოსთან. როგორც აღნიშნული ინფრმაციით ხდება ცნობილი ადგილობრივი ქალაქის ვიცე-მერი იტალიიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და ხელმოწერის ცერემონიაც სწორედ აქ შედგა.

იტალიურ ენოვანი მედია საშუალება კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებასაც აქვეყნებს სადაც აღნიშნულია რომ:”პაქტი ხელს შეუწყობს ორივე მხარის ინტერესებს, გააღრმავებს თანამშრომლობა ცხინვალისა და იტალიურ ქალაქებს შორის და უფრო ინტენსიურაც გახდის მათ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.”

საყურადღებოა რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს გამოფენების, ფესტივალების და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას მათ შორის მხატვრული და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. საუბარია ასევე ბიზნესის წარმომადგენლების ვიზიტების, კვლევითი და სხვადსხვა სფეროს სპეციალისტების ვიზიტებზეც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურმა თბილისმა უკვე მოახდინა რეაქცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ანტონიო ბარტოლი დაიბარა, რომელმაც განაცხადა რომ იტალიის რეგიონებისა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ადგილობრივ თვითმმართველობებს ფართო ავტონომიური უფლებები გააჩნიათ, თუმცა იტალიის ცენტრალური ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ამ პრინციპების დარღვევით გაფორმებულ არც ერთ  დოკუმენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა.