რეალური სტატისტიკა საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეთა გაძევებების და მასშტაბების შესახებ – ოფიციალური მონაცემები

0
1247

საბერძნეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტების შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური ანგარიში გამოქვეყნდა სადაც დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეთა შესახებაც არის მონაცემები.

როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია აღნიშნული 2019 წლის სექტემბერში საბერძნეთიდან გააძევეს საქართველოს 10 მოქალაქე. 2019 წლის 5-6 ნოემბერს საბერძნეთიდან სამშობლოში ჩაიყვანეს 8 და 2019 წლის 10-11 დეკემბერს 5 საქართველოს მოქალაქე რომელსაც საბერძნეთის პოლიციის 48 კაციანი საბადრაგო რაზმი ემსახურებოდა.

როგორც ოფიციალური მონაცემებით ხდება ცნობილი საბერძნეთის რესპუბლიკიდან მოქალაქეთა გაძევების მასშტაბები საგანგაშოდ არ გამოიყურება და ის სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს მოიცავდა გასულ 2019 წელს.