Russia თუ Russell? -BBC დაინტერესტდა ქართულ FAKE NEWS -ებით

231

როგორც სტატიის ავტორები იუწყებიან, ჯაბა ყველაშვილმა რომელსაც ვარჯიშის დროს თავზე ქუდი სითბოსთვის ეხურა, არ იცოდა, რომ მალე მისი ქუდის ამბავი საქვეყნოდ გახდებოდა ცნობილი.

“ქართულმა მედიასაშუალებებმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადეს, რაც ჯაბა ყველაშვილმა თავისი ქუდის წარწერის სრული ვერსია გამოაქვეყნადა, რომელსაც არა Russia, არამედ Russell ეწერა.

ქართული მედიის ნაწილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრის ლადო ხინჩეგაშვილის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ნაკრების სხვა წევრის, ჯაბა ყველაშვილის ფოტო გაავრცელა. ფოტო ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ მოჭიდავის ქუდზე არსებული წარწერა სრულად არ ჩანდა. მნახველთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ჯაბა ყველაშვილს თავზე ეხურა ქუდი წარწერით RUSSIA და სოციალურ ქსელებში მისი მიმართულებით აგრესიული ხასიათის კომენტარები გაჩნდა” – წერს გავლენიანი გამოცემა. 

მცირე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ მედიიმ მკითხველი ფოტოს გავრცელებით და მასზე დართული ტექსტით შეცდომაში შეიყვანა და ამით ჯაბა ყველაშვილის შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარს ფეისბუქზე თავად ჯაბა ყველაშვილიც გამოეხმაურა:
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ, გვაცადოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად, დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით!”

მედიის უმეტესმა ნაწილმა ლადო ხინჩეგაშვილის ინსტაგრამიდან გავრცელებული ფოტო უკვე წაშალა.