მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში,კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ადვოკატის აყვანას დაპირდა

447

მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში,კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ადვოკატის აყვანას დაპირდა. ამის შესახებ მან ონპელიეში მელორ ვაჩნაძის ორგანიზებულ აქციაზე ემიგრანტებთან მისვლის დროს ფეისბუქ ლაივში განაცხადა , თავად აქციის ორგანიზატორმა კი შეკრება თანამოაზრეებთან ერთად დატოვა და განაცხადა რომ ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ დადგებოდა.  მიხეილ სააკაშვილის  თქმით კი მისი ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლა სუსის მიერ მიგზავნილმა პროვოკატორორებმა სცადეს.   საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,რომლის მმართველობის დროსაც ის თავად აცხადებდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ქვეყანას ლტოლვილები არ ყავდა, მონპელიეში შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მონპელიეში, კარვებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფარი მიიღონ და მისივე განცხადებით ის ორშაბათიდან ადვოკატსაც აიყვანს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

,,ჩავაკითხე საფრანგეთში ღია ცის ქვეშ მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს,რომელნიც უკიდურესი გაჭირვების გამო აღმოჩნდნენ იქ.გული შემეკუმშა იმით,რაც ვნახე..
ეს კატასტროფა უნდა დასრულდეს!”- დაწერა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრის შემდგომ.