რა ხდება როდესაც მოქალაქე აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის კანონმდებლობის პირობებს და მესაზღვრე არ უშვებს ქვეყანაში -იტალიაში საქართველოს საელჩოს პასუხი

927

იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა  DIASPORA.GE -ს განგვიმარტა რომ  დიპლომატიური წარმომადგენლობა მესაზღვრეს გადაწყვეტილებას ვერც ერთ- შემთხვევაში ვერ შეაცვლევინებს, გარდა კანონმდებლობით მოქმედი ნორმების ფარგლებში მოქმედებისა, ჩვენს კითხვაზე:  ,,თუ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს და აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის კანონმდებლობის პირობებს ამ შეთხვევაში თუ აქვს დოპლომატიურ წარმომადგენლობას ჩაერიოს მესაზღვრის გადაწყვეტილებაში და მოითხოვოს ახსნა-განმარტება და საჭირო დოკუმენტაციების არსებობის შემთხვევაში დაიცვას საქართველოს მოქალაქის უფლებები ? 

საელჩოს წარმოადგენელმა გვიპასუხა რომ :,,როდესაც საქართველოს მოქალაქის კანონიერი ინტერესი ირღვევა , საკონსულოს აქვს უფლება და მისი პირდაპირი ვალდებულება დაიცვას მოქალაქის უფლებები და ინტერესები. რაც შეეხება მესაზღვრის კომპეტენციაში ჩარევას, ამის კანონიერი უფლება საკონსულოს არ აქვს! შესაძლებელია მოქალაქეს ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდეს, თუმცა გასაუბრების შედეგად მესაზღვრემ მიიჩნიოს ქვეყნისათვის არასასურველ პირად და უარი უთხრას ქვეყანაში შემოსავლაზე. საკონსულოს შუძლია ახსნა -განმარტება მოითხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მესაზღვრეს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. მოქალაქეს ყოველთვის აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.”