საგარეო უწყება აცხადებს რომ ინფიცირებული ემიგრანტი არასწორად რეკავდა საელჩოში და ამიტომ ვერ შედგა მასთან დროული კომუნიკაცია

0
782

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქე რომელიც საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობდა დახმარებისთვის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება.

„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით ემიგრანტი არასწორად რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და ამიტომ ვერ შედგა კომუნიკაცია აქამდე მასთან. დიპლომატების განცხხადებით იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოლქის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკავდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.