ახალი დეტალები საბერძნეთში მარინა საკანდელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

9463

26 იანვარს, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მარინა საკანდელიძის გარდაცვალება დაზუსტებული ინფორმაციით გამოიწვია გლიფადას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,  პოსეიდონოს გზატკეცილზე საღამოს 20:00 საათისათვის მოტოციკლეტის იმ მანქანასთან შეჯახებამ, რომელშიც გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეც იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაცია რომ ქვეითად მოსიარულე საქართველოს მოქალაქეს მოტოციკლეტი დაეჯახა არ დადასტურდა.  მარინა საკანდელიძე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სადაც ის 10 წლის მანძილზე მუშაობდა. აღვნიშნავთ რომ მოხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე  ოჯახის უფროსი მამაკაციც, ხოლო ოჯახის  დიასახლისი მძიმე დაზიანებებით სავაადმყოფოში რეანიმაციულ იქნა გადაყვანილი. 

მარინა საკანდელიძის ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები დაწყებულია და მას უახლოეს მომავალში საქართველოში გადაასვენებენ.