სალომე ზურაბიშვილის განცხადებით რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლი მისი ოჯახი და ლევილის ემიგრანტები არიან

899

,, ომი საუკუნის წინ დაიწყო და ამის პირველი მსხვერპლი ვართ მე, ჩემი ოჯახი, ყველა ის ემიგრანტი და პირველ რიგში იუნკერები, რომელთა დაფაზე მე ვიზრუნე. ყველას დავიწყებული ჰქონდა, ამ ადამიანების სახელი და გვარები არსად არ იყო გამოქვეყნებული და არავის ჰქონდა საშუალება მისულიყო და პატივი მიეგო მათ წინაშე. მთელი ჩემი ცხოვრება გატარებული მაქვს ემიგრაციაში და თუ ვინმემ იცის ეს ისტორია, რუსეთმა რა გაუკეთა საქართველოს, მე-19 საუკუნიდან დაწყებული, რუსეთის მიერ ეკლესიების, ჩვენი ფრესკების გადათეთრებით, ყველა ამაში ვართ ჩაფლული…გააჩნია, როგორ ვითვლით, ეს ომი დაწყებულია ან 1783 წლიდან, ან 1801 წლიდან, ან 1921 წლიდან, მაგრამ ეს არის რუსეთის იმპერიალიზმის საუკუნოვანი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს დროშას ვატარებდით ემიგრაციაში, როცა აქ, პირობებიდან გამომდინარე, არავინ იცოდა რა იყო სამფეროვანი დროშა და რას ნიშნავდა ამ დროშის დაცვა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის არსის დაცვა უცხოეთში, როცა სტალინის ტოტარიტარული იმპერია ყველას უკვდავი ეგონა და ამბობდნენ, რომ ამას არაფერი არ შეცვლიდა. ამ აზრთან არშეგუება იყო ის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობდით. ამიტომ აბსურდია ეს ყველაფერი. ომი რომ რუსეთმა დაიწყო, ფაქტია და თუ ეს ამ ქვეყანაში ვინმემ არ იცის, ეს პრობლემაა.- განაცხადა „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვების პასუხად პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ რომ სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული იმ პერიოდის პოლიტიკური ელიტის მიერ დაარსებულ საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს.