სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართულ დიასპორას საკუთარი ხმებით არჩეული წარმომადგენლები უნდა ყავდეს

644

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს რომ დიასპორის აქტივობა და ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში ევროპული ქვეყნების მსგავსად უნდა ჩამოყალიბდეს ,,პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და ეს ის გამოცდილებაა, რაც იტალიასა და საფრანგეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ “ – განაცხადა დღეს საკუთარი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილმა.