!!!sos!!! აფხაზი ოკუპანტები იტალიაში შეხვედრებს მართავენ

1853

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილე კანტანიამ და ”აფხაზეთის ელჩმა” იტალიაში, მაღალი რანგის, ოფიციალურ შეხვედრები გამართეს აპულიაში (იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით)
დელეგაციამ მოლაპარაკებები აწარმოა რეგიონის მთავრობის წევრებთან, ქალაქების მერებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. რა გასაკვირია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო დელეგაციის წევრებმა, იტალიური მხარისგან აფხაზეთის აღიარება მოითხოვეს.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმმა, მისმა მოადგილე, ელჩმა და სხვა დელეგატებმა მოინახულეს ბარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ესტუმრნენ ქალაქის თეატრს, მერის მიწვევით, დაათვალიერეს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობანი და ა.შ.
იტალიაში ვიზიტამდე, აფხაზი სეპრატატისტები ჟენევაში იმყოფებოდნენ, სადაც ასევე შეხვედრები გამართეს პოლიტიკურ წრეებთან, თემა-აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

რეპორტაჟი :მიხეილ ხაჩიძე

წყარო:http://www.lsdmagazine.com/visita-ufficiale-a-bari-del-ministro-degli-esteri-abcaso-daur-kove/40984/