Sputnik-ის მიერ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

5615

Sputnik-ის მიერ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მისი ცნობით ესპანელმა სამართალდამცელებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ ბილბაოში 11-მდე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად

წყაროდ კი ესპანური საინფორმაციო საშუალებებია დასახელებული როგორც მედია საშუალება იტყობინება დაკავებულებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში აგვისტოს პირველ ნახევარში 11-მდე  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ იმის გასაგებად, იმყოფებოდნენ თუ არა სახლში ბინის პატრონები.

დაპატიმრებულები 39, 46 და 47 წლის მამაკაცები არიან.

დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ აღმოაჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ეჭვმიტანილები ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.

Read more: https://sputnik-georgia.com/incidents/20180905/241964911/espanetshi-qartvelebi-11-saxlis-gaqurdvis-braldebit-dakaves.html