რა საკითხებზე ისაუბრეს იტალიის პრეზიდენტმა და იტალიაში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა შეხვედრისას

1945

21 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას  შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ახლადანიშნულმა ქართველმა დიპლომატმა და იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები მიმოიხილეს, როგორც შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი იტალიის პრეზიდენტი და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი თანამშრომლბის  გაღრმავების შესაძლებლობების საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ.