ძალიან ბედნიერი ვიქნები თუნდაც იმით,რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები ათენს- ინტერვიუ თაკო მელიქიშვილთან

437

ცნობილი მომღერალი და მუსიკალური წამყვანი თაკო მელიქიშვილი სულ ახლახანს ათენს სტუმრობდა , რამდენიმე დღეში კი 3 მარტს იტალიაში გამართავს კონცერტს , ჩვენც მისი ათენში ყოფნით ვისარგებლეთ და DIASPORA.GE-ს მკითხველისა და მისი მსმენელისთვის რამდენიმე საინტერესო კითხვაზე მისი პასუხები მოვიპოვეთ, მაშ ასე თქვენს წინაშეა ცნობილი და ყველასატვის საყვარელი მომღერალი თაკო მელიქიშვილი …

– თაკო , მადლობა რომ დაგვთანხმდი DIASPORA.GE-ს კითხვებისთვის გეპასუხა , ათენში შენს ბოლო კონცერტზე, როგორც მსმენელმა შეაფასა საოცრად ემიციური გამოსვლები გქონდა… და როგორც ვიცით უკვე მეორე საღამო გაქვს რამდენიმე დღეში იტალიაში, რას გვეტყოდით ბარში თქვენი კონცერტის შესახებ? 

-ესე იგი 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გაიმართება ჩემი კონცერტი იტალიაში ქალაქ ბარიში, რესტორან ,,თბილისში” , სადაც შევასრულებ ყველასათვის ნაცნობ სიმღერებს. იქნება ბევრი სიურპრიზი და გათამაშება ეს საღამო ეძღვნება ყველა დედას და ქალბატონს , ათენში გამორთულ კონცერტს რაც შეეხება მადლობელი ვარ თვითეულ იმ ადამიანის ვინც მოვიდა თეატრშიც და რესტორანშიც… მინდა მადლობა მათ ვუთხრა იმ სითბოსთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც მივიღე, რომლითაც დავიმუხტე და იმედი მაქვს სამომავლოდაც კიდევ არაერთხელ ვესტუმრები ათენს და გავახარებ იქ მყოფ ემიგრანტებს.

ათენის კონცერტის შემდგომ საუბრობენ რომ ემიგრანტებს მიძღვნით სიმღერას და ზაფხულში საბერძნეთში აპირებთ კლიპის გადაღებას, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ემიგრანტებიც მიიღებენ რას იტყოდი ამის შესახებ?
– კლიპის გადაღებას რაც შეეხება ძაან გამიხარდება თუ კი ეს მოხერხდება, კლიპს საქართველოში გადაიღებ თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული და თუკი ეს ყველაფერი დაიგეგმება და რიალობად იქცევა, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუნდაც იმით რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები ათენს, და უპირველესად  იმით რომ ჩემს ვიდეო რგოლში იქ მყოფი ჩვენი ემიგრანტები მიიღებენ მონაწილეობას ჩემთვის პირადად ძალიან ბევრს ნიშნავს.
– რომელია შენი ფავორიტი სიმღერა და რატომ?
-ჩემი ფავორიტი სიმღერა? იცი  ყველა მიყვარს რომელსაც ვასრულებ ყველა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები მაქვს შესაბამისად ყველას თავისი ადგილი უკავია ჩემს რეპერტუარში, თუმცა ის სიმღერები რომელიც პირადათ ჩემთვის შეიქმნა რომლის საავტორო უფლებაც მხოლოდ მე მაქვს  თავისთავად ყველაზე ძვირფასია ჩემთვის.
– სიტყვები რომლებსაც მუდამ ეტყოდი მსმენელს… 
– ჩემს მსმენელს ვეტყვი რომ არსებობენ ამისათვის მადლობა!  რომ მაფასებენ მადლობა! სიყვარულისთვის, სითბოსთვის, თბილი სიტყვებისთვის, კეთილი სურვილებისთვის, რომ არა ისინი ნამდვილად არ იქნებოდა ასე ვთქვათ სტიმული იმას, რომ გზა და გზა ჩავწერო ისევ სიმღერები და გავახარო ჩემი მსმენელი და მყურებელი. ასე რომ, მადლობა მათ!  იცი ბედნიერებაა როცა, შენს სიმღერებს მილიონობით ნახვები აქვთ, რაც უკვე იმას ნიშნავს რომ შენ უნდა გააგრძელო ეს გზა და უნდა გააკეთო ის რაც ხალხს მოსწონს.  ყველას თავისი მსმენელი ყავს და  მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც უყვარს თაკო მელიქიშვილი,  მეც ასევე ძალიან მიყვარს თვითეული მათგანი და ვეცდები რომ სულ მუდამ გავახარო ისინი რეპერტუარის სიმრავლით.
– რას ნიშნავს შენთვის ემიგრანტი და რასთან ასოცირდება ეს სიტყვა შენთვის ?
-ემიგრანტობას რაც შეეხება, ვიცი რომ საკმაოდ რთულია და როცა ემიგრანტი ხარ, შორს ხარ საქართველოდან, მე მესმის როგორ ენატრებათ მათ საქართველო. ყველა ის ადამიანი ვინც მათ აქ ელოდებათ.  მე რამოდენიმე დღე საქართველოდან რომ მიწევს წასვლა სასწაულად განვიცდი, სასწაულად მენატრება, ყველა ის ადამიანი ვინც მიყვარს ვინც აქ მეგულება, შესაბამისად მე მესმის მათი მდგომარეობა რაოდენ რთულია, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ყველა ადამიანი ვწვალობთ, ვშრომობთ, იმიტომ რომ, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის ვიზრუნოთ, ცოტა თუ პოზიტიურად შევხედავთ ამ თემას, შევხედავთ იმ კუთხით, რომ ჩვენ ამას ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის ვაკეთებთ და ეს ყველაფერი ჩვენ არ გაგვაბოროტებს.  მეტიც , პირიქით მოგვცემს სტიმულს იმისა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ საქართველოში ეს იქნება ძალიან კარგი!
-დიდი მადლობა თაკო
მადლობა თქვენ, მინდა გისურვოთ წარმატებები და თქვენი მიზნების მალე შესრულება აბსოლიტურად ყველა ემიგრანტს! 
ესაუბრა კოტე შენგელია