ვუერთდები ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი მშობლების თხოვნას – თამარ ჩუგოშვილის განცხადება ვაშინგტონის ქართული საკვირაო სკოლიდან

427

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ვაშინგტონის ქართულ საკვირაო სკოლაში გამართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სკოლის მონახულების შემდგომ განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,, ეს ქართული სკოლაა ვაშინგტონში. აქ ათეულობით ქართველი ბავშვი ატარებს კვირა დღეს. სწავლობენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ქართულ ცეკვას, ფანდურზე დაკვრას.

🖍 ბევრი მათგანი საკმაოდ შორიდან დადის. კვირა დღის თამაშის ნაცვლად მეცადინეობაში გატარება ადვილი არაა, მაგრამ ხვდებიან ეს რატომ არის მნიშვნელოვანი.

🖍თამარ კალანდია, რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედია, მასწავლებლებლებთან ერთად ძალიან მნიშვლეოვან საქმეს აკეთებს და მათ მხარდაჭერა ჭირდებათ, განსაკუთრებით ამ ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების ხარჯების დასაფარად.

🖍როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ მხარდაჭერას აპირებს, რაც ძალიან მახარებს. მეც ვუერთდები ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი მშობლების თხოვნას და ერთად ველოდებით ამ საჭირო გადაწყვეტილებას.” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი ვაშინგტონის ქართული საკვირაო სკოლიდან.