ყველგან უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ზრუნვა მისი მოქალაქის მიმართ – ინტერვიუ თამარ მეტრეველთან

315

  დიასპორა როგორც  საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგად მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა  ახალ საცხოვრისებს.   სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში თვითორგანიზებული ქართული დიასპორები ყალიბდებიან, რომლებსაც ახლა გაცილებით სხვა პრობლემები და გამოწვევები აქვს ვიდრე ეს გასული საუკუნის 90 იანი წლების  დასაწყისში იყო. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ  DIASPORA.GE იწყებს ჩვენი საპატიო თანამემუმულეების მოსაზრებების შეკრებას და საუბარს მათთან ერთად.  ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ესპანეთში მცხოვრები და არა ერთი ჩვენი თანამემულის დამხმარე, მადრიდში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი და ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი- პედაგოგი ქალბატონი თამარ მეტრეველია.   

 -მოგესალმებით ქალბატონო თამარ , ჩვენი საუბარი დავიწყოთ ე.წ. დიასპორული ორგანიზაციებით. როგორ ფიქრობთ თანამდეროვე გამომწვევების პირობებში საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების ფუნქცია, გარდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა თანამედროვე ეტაპზე რა უნდა გახდეს ?

დიასპორული ორგანიზაციების ფუნქციები უნდა გაიზარდოს, ვფიქრობ პოპულარიზაციას უნდა უწევდეს ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტურიზმის განვითარებას საზღვარგარეთ, მონაწილეობას იღებდეს გაცვლითი პროგრამების შემუშავებაში, განათლების და მეცნიერების თვალსაზრისით…სპორტისა და კულტურის სფეროში, ასოციაციებთან ჩართულობაში.

-საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ თანამემამულეებზე- ქართულ დიასპორაზე , თქვენი აზრით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულად რა ნაბიჯებით უნდა მოხდეს აღნიშნული კანონის ინპლემენტაცია?

-მიმჩნია რომ თანხები უნდა გამოიყოს დიასპორული ორგანიზაციების დასახმარებლად… თითოეული მოქალაქის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს , ქვეყნის პრიორიტეტებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ეს საკითხი… ყველგან უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ზრუნვა მისი მოქალაქის მიმართ.

– საქართველოს პოლიტიკური პარტიების აბსოლიტურ უმრავლესობას საკუთარ პროგრამებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ თანამემამულეების და ქართული დიასპორის შესახებ არავითარი პროგრამული ჩანაწერი არ აქვთ, რას უკავშირებთ ამას ?

მოკლედ რომ ვთქვათ ფაქტია ცალკეული პარტიები და მათი ლიდერები, არაფრად აგდებენ საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს…

-როგორ ცნობილია საქართველოს პარლამენტში არ არიან დიასპორის წარმოამადგენლები , თქვენი აზრით საჭიროა თუ არა საქართველოს პარლამენტში დიასპორის და შრომითი მიგრანტებიდან იყვნენ წარმოდგენილები და რატომ ?-

-საქართველოს პარლამენტში დიასპორების წარმომადგენლობა , თავისთავად სასურველია, ჩართულობის მიზნით.

 – ქალბატონო თამარ ,თქვენ როგორც უცხოეთში არა-ერთი საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატორი, რას ფიქრობთ ღვაწლმოსილი ემიგრანტების, საქართველოს მხრიდან მათ დასაფასებლად სპეციალური ჯილდოს დაწესების შესახებ?

-დაჯილდოება და დაფასება თავისთავად სასიამოვნო ფაქტორია ქვეყნის მხრიდან.

-თქვენ აზრით საზოგადოებრივი მაუწყებელის , გადაცემათა ბადეში უნდა არსებობდს თუ არა გადაცემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გააშუქებს უცხოეთში არსებული ქართული კერების , ღვაწლმოსილი თანამემამულეების საქმანობას და რიგითი თანამემამულეების პრობლემებს?

-ესპანეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ რომ  ტელე-მადრიდის გადაცემა -,, ესპანელები საზღვარგარეთ,, მეტად საინტერესო და მისაბაძი შეიძლება გახდეს ჩვენთვისაც. უფრო ვრცლად შეიძლება ამ თემის გაშლაც… საინტერესოა და ერთგვარი დატვირთვაც აქვს, საკუთარი მოქალააქების ცხოვრების ამსახველი კადრების გაცნობა და არა მხოლოდ…

-და ბოლო რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს რომლის უმრავლესობაც დღეს ცხოვრობს უცხოეთში , რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მათთვის?

-ერთმანეთის სიყვარული, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა და გატანა…

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.