თამთა – მომღერალი საქართველოდან, სამი ქვეყნის სახე და ქართველი ემიგრანტის წარმატების საამაყო მაგალითი

1805

 ცბოლბილი ქართველი პოპ-მომღერალი თამთა გოდუაძე   1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა. მსოფლიოს მუსიკალურ კულტურულ  სამყაროში ცნობილია თამთას სახელით.

 თამთას პოპულარობა მას შემდგომ დაიწყო , რაც სამშობლოდან ემიგრაციაში წავიდა და პირველ დიდ წარმატებატებას მიაღწია საბერძნეთში, სადაც პოპულარულ მუსიკალურ კონკურსში Super Idol Greece-ში მონაწილეობდა და მეორე ადგილიც დაიკავა. ამ წარმატების შემდგომ,უცნობი მაგრამ ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი გოგონას ცხოვრება წარმატებების ტალღებით შეიცვალა და უცხო ქვეყანაში უპოპულარულესი მომღერალი გახდა. მის გარეშე დღეს თნამედროვე ბერძნული შოუ ბიზნესი წარმოუდგენელია. 

მომღერლის ემიგრანტი დედა დარეჯან ბუცხრიკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:,,- თამთასგან ვე­ლო­დი წარმატებას, მწამ­და და ვამ­ბობ­დი, – პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ მო­უს­მე­ნენ და აიყ­ვა­ნენ, არა­სო­დეს ინა­ნე­ბენ-მეთ­ქი. შვი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მე ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცო­დი – მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი სკო­ლა გა­ი­ა­რა. უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა რთუ­ლია, მაგ­რამ ბერ­ძენ­მა ხალ­ხმა მისი ყვე­ლა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა და­ი­ნა­ხა, შე­იყ­ვა­რა და ისე გა­ი­თა­ვი­სა, ავი­წყდე­ბათ, რომ თამ­თა უცხო­ე­ლია.” 

თამთა 2006 წელს პირველ მის უპოპულარეს მუსიკალურ ალბობს უშვებს სახელწოდებით Tamta, რომელსაც ასევე მისი აღიარებული ალბომები Agapise Me (2007 წელს,) და Tharros I Alitheia (2010 წელს) მოყვა. თამთა მუსიკალური საშემსრულებლო ნიჭის გარდა გამორჩეული გემოვნებითაც არის აღიარებული 2017 წელს ბერძნულ ჟურნალში – ”CELEBRITY” მიერ იგი იგი სტილის კერპადაც კი აღიარეს. ქართველი მომღერალი ,,ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია, სადაც მისი ჩაცმულობის (ე.წ. ,,ლუქების“) გარდა სხვადასხვა შოუსა და აქტივობის ამსახველი ფოტოები ვრცელდება ხოლმე, რომელიც აღიარებულია მთელს ქვეყანაში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მცხოვრებ მის ფანებში დიდ გავლენას ახდენს. თამთა თამამი და სექსუალური იმიჯის მორგებასაც არ ერიდება და მისი მაკიაჟი, ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა ყოველთვის საინტერესოა, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს და ყოველდღიურად მეტი და მეტი ადამიანი ხდება მისი თაყვანისმცემელი.

აღსანიშნავია რომ მიუხედავად უცხო ქვეყანაში ასეთი პოპულარობისა და წარმატებული კარიერისა თამთა 2014 წელს სამშობლოში დაუფიქრებლად დაბრუნდა, მას შემდგომ რაც  საქართველოდან  გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრობის მიწვევა მიიღო და რამდენიმე სეზონიც აქტიურად იყო ჩართული ქართულ მუსიკალურ პროექტში. 

სულ რამდენიმე თვის წინ კი თამთას ნიჭიერება კი კვიპროსმაც საქვეყნოდ აღიარა და მას ქვეყნის სახელით ევროვიზიაზე წარდგენა სთხოვა. როგორც ბუქმეიკერები პროგნოზირებენ, კვიპროსი თამთას კანდიდატურით ევროფესტივალის ფავორიტია და ევროპული კონკურსის მოგების ყველაზე დიდი შანსები აქვს.

,,ჩემი ცხოვრება იწყება დედაჩემისგან. ისეთივე ნათელი და ჭრელი ცხოვრება ჰქონდა მასაც, როგორიც მე ახლა მაქვს. ოდესმე თუ ავტობიოგრაფიულ წიგნს დავწერ, აუცილებლად მისით დავიწყებ. დედისგან გამომდინარე ვარ ის, ვინც ვარ. დედამ მომცა ბრძოლისუნარიანობა. ძალა და ჟინი კი ძალიან გამომადგა – ყოველთვის, ყველა ეტაპზე.” –  ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში წარმატებული ქართველი მომღერალი.

,,მე ვარ ადამიანი, რომელსაც გააზრებულად აქვს გადანაწილებული პრიორიტეტები. ვარ ძალიან პრაგმატული. თუ სხვები ოცნებობენ, მე წარმოვიდგენ ხოლმე. არასდროს მივცემ თავს ოცნების უფლებას – მაქვს კონკრეტული წარმოდგენები და მათი რეალურად ქცევის შესაბამისი მცდელობები. რაც მთავარია, ზუსტად ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ამ ძალას სწორად, მიზანმიმართულად ვიყენებ.

მე ვარ ძლიერი, ძალიან ძლიერი და ეს კიდევ უფრო მაძლიერებს!” – ამბობს თამთა გოდუაძე.