ემიგრანტი იყო ნიშნავს ცხოვრობდე ანაზღაურებად გადასახლებაში – ბლიც ინტერვიუ თეონა ნაცვალაძესთან

1362

DIASPORA.GE- ს დაფუძნების ერთ-ერთი მისია უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.  ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი თეონა ნაცვალაძე  ათენში არაერთი აქტივობით არის ცნობილი და საზოგადოება და არა მხოლოდ ქართული საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა თავისი აქტივობებით  ცნობილი

ემიგრანტი საბერძნეთიდან თეონა ნაცვალაძე

. ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი –  რომ სტიუარდესა გავხდარიყავი და ობოლთა თავშესაფარი გამეხსმა. საოცნებო ინტერიერით,ბევრი სათამაშოებით,საბავშო ბიბლიოთეკით და მზრუნველი პედაგოგებით რათა ოჯახური გარემო შემექმნა მათთვის.

. გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ– დედის წამოსვლიდან 9 თვეში დეპრესიას ვეღარ გავუძელი და უკვე მამა დაკარგულს დედასთან განშორებაზე უარი ვერ ვთქი,აკადემიური ავიღე და ათენისკენ გამოვემართე…

. მოვდიოდი და ვფიქრობდი – მოვდიოდი და ვფიქრბდი მხოლოდ დედაზე.მის მონატრებაზე და მისი ნახვის შასაძლო რეალობაზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო. რეალობასთან.სხვა არანაირი კონკრეტული მიზანი არ მქონოა იმ დროისთვის ემიგრაცისთან დაკავშირებით, რადგან მალევე უკან უნდა დაბრუნბულიყავი სწავლის გასაგრძელებლად.

. ემიგრანტი იყო ნიშნავს –  ცხოვრობდე ანაზღაურებად (ხელფასიან) გადასახელებაში და ამ სასჯელს დასასრული არ უჩანდეს. ასევე ნიშნავს შეეგუო,ისწავლო და იცხოვრო სხვისი ცხოვრების წესით და ადათით!!!

. პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი – და დედას შევხდი,ირგვლივ ქართული ატმოსფერო და ქართული სულო ვიგრძენი,ბევრი მემამულის ნახვის შედეგად გაუცხოება არ დამმართნია.პირველად მარტოდ დარჩენილ დედმამიშვილებს დავურეკეთ საქართველოში და ვაცნობე რომ მშვიდობით ჩამოვედი…შემდეგ კი დედას დაპატიჟებულ ბერძნულ ტრადიციულ ,,სუვლაკს,, გეახელით.

. მინდოდა მეტირა მაშინ როცა – ჩემი ჩამოსვლის საღამოსვე, დედამ მის მეგობართან დამტოვა, გამომემშბიდობა და სამსახურში დაბრუნდა. აქაურმა მკაცრმა კანონებმა რამდენიმე წლის მონატრებულ დედასთან ისევ დამაშორა მას, ოღონდ ეხლა იმ იმედით და იმ გამხსვავებით რომ უკვე ერთ ქალაქში ვიყავდით და ორი დღე მალე გაივლიდა და მალე ვნახავდი.

. სიზმრად ვნახე საქართველო – ჩამოსვლის დღიდან ყოველ ღამე სიზმრად საქართველოს ვხედავდი, იქაურ ქალაქებს და ქუჩებში ვსეირნობდი. იქაურ ბავშობის ლაღ ცვხობრებას ვაგძელებდი, სადაც სიტყვა ემიგრანტის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

. მონატრება ეს არის – მონატრება ეს არის სულის

. როცა დავბრუნდები საქართველოში – პირველ რიგში უფალს მადლობას შევწირავ რომ მშვიდობით დამაბრუნა სამშობლოში. შემდეგ აუცილებლად შევეცდები ყველა გზაზე დამდარ ადამიანს, ვისაც ემიგრაციაში წასვლა გადაუწყვეტია შევაცვლებინო და გადავაფიქრებო … ხო კიდევ არასამთავრებო ორგანიზაციასაც შევქმნი ემიგრანტების უფლებების დასაცავად და მათი სამშოლოში დაბრუნებისთვის და ღირსეული სამუშაო ადგილების მოთხოვნით.

. სულ მინდოდა საჯაროდ მეთქვა რომ – ძალიან მიყვარხართ ადამიანებო.თქვით და აკეთეთ ის რაც სწორად მიგაჩნიათ. იცხოვრეთ უფლის სიყვარულით.არასოდეს შეგაშინოთ ცხოვრებია სირთულეებმა.გახსოვდეთ ყველა დაღმართს აღმართი მოყვება…

. ჩემნაირი ემიგრანტებისათვის ჩემი სათქმელი არის ის რომ – არ მოიწყინონ.არ მოდუნდნენ,იბრძოლოდ,გააკეთონ მაქსიმუმი,გამოიყენონ შეეძენილი ცხოვრებისეული გამოცდილება და დროულად დაუბრუნდენ თავიანთ ქვეყანაში.

. რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ – არ შეიძლებოდა სხვანაირად? ჩემი ცხობრების ბედის ბორბალი სხვაგვარას დატრიალებულიყო თქო.. ახალგაზრდობის ყველაზე საუკეთესო წლები გამეტარებინა ლაღად ჩემს ქვეყანაში და არა სადღაც სრულიად უცხო გარემოში, სხვა ცისა და ვარსკვლავების ქვეშ..არამედ ვყოფილიყავი როგორც ჩემი ტოლები იყვნენ საქართველოში და ჩემსგან განსხვავებით კვირა დღის დასრულება იმიტომ კი არ სწყინდათ რომ ჩვეული გოლგოთა იწყებოდა ორშაბათიდან სხვის ჭერქვეშ ?! არამედ ცოდნის ტაძარში მირბოდნენ სიხარულით გულანთებულნი უმაღლესი განათლების მისაღებად…

. ამდენი წლის ემიგრანტობის შემდგომ ძალიან მინდა საქართველოში გავაკეთო – დიასპორული კულტურული საქველქმედო ორგანიზაცია სადაც, ჩვენს ქვეყანას ემიგრანტები გავუზიარებთ აქ მოღენულ ცოდნას და გამოცდილებას, უამრავ სფეროში რაც დაეხმარება ბიზნესის განვითარებას,ტურისტების გაცვლით პროგრამებს, სავაჭრო ინდუსტრიის გაზრდას, ქვეყნის შიგნით და გარეთ.

. ჩემი დევიზია – ვებრძოლო უსამართლობას,ვაკეთო სიკეთე. არასოდეს მივტირო წარსულს და ვიარო მხოლოდ წინ! მიყვარდეს სამშობლო ბოლო ამოსუნთქვამდე!!!

. ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს – ფაქტი რომელიც ჩემს შესახებ მკითხველს გააოცებს ალბათ ჩემი ერთგულებაა, მიზანდასახულობა, უშიშრობა, უკომპრომისობა, შუპოვრობა,სამართლიანობა.. რასაც დავუმტკიცებ ურთიერთობის განმავლობაში და რაზეც დამემოწმებიან ის ადამიანები ვინც მიცნობს!!!