პარლამენტმა სანჩესს უარი უთხრა – ესპანეთში შესაძლოა ახალი არჩევნები დაინიშნოს

2229

ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არ აირჩია. სანჩესის კანდიდატურას მხარი 124 მა დეპუტატმა დაუჭირა, 170 წინააღმდეგი წავიდა, 52-მა კი თავი შეიკავა. ხმის მიცემის პირველი ტურში კანდიდატს ხმათა უმრავლესობა, ანუ 176 ხმა უნდა მიეღო, თუ სანჩესს ვერც მეორე მცდელობის დროს აირჩევენ, მაშინ ახალი მთავრობის ფორმირება, პირველი საპარალამენტო კენჭისყრიდან ორი თვის ვადაში უნდა მოხდეს. თუ ამ დროის განმავლობაში მთავრობას არ დაამტკიცებენ, 24 სექტემბერს ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსე იძულებული გახდება, ახალი რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

​ესპანეთში 28 აპრილს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა   პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბეს.