აშშ-ს იმიგრაციის პოლიტიკა იესოს,მარიამის და იოსების ქანდაკებების საპყრობილეში განთავსებით გააპროტეს

430

ინდიანას შტატის ანგლიკანურმა ეკლესიამ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის მიმართ რომელსაც ის ახორციელებს იმიგრაციის წინააღმდეგ პროტესტი პატარა იესოს, ყოვლადწმიდა მარიამისა და იოსების ქანდაკებების  საპყრობილეში ჩასმით გამოხატა. ეკლესიის მოძღვრების განმარტებით მათ ამგვარი პროტესკენ იმ ფაქტმაც უბიძგათ რომ ბიბლიური ოჯახის წევრებიც მიგრანტები იყვნენ. ეკლესიის მქადაგებელმა დასძინა, რომ ეს თეთრი სახლის ლიდერის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაზე ეკლესიის პასუხია.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში მიგრანტების მხარდასაჭერი მასშტაბური კამპანია დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები ქვეყნის მასშტაბით 630-ზე მეტი ღონისძიების გამართვას გეგმავენ. მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერის განკარგულებისა დაახლოებით 2,000 ბავშვი ჯერ კიდევ რჩება ოჯახებისგან შორს. ოფიციალური ინფორმაციით, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ძალაში შესვლიდან აშშ-ში მიგრანტების 83%-ი მშობლის ან კანონიერი მეურვის გარეშე ჩავიდა

დონალდ ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალატრამპი მიიჩნევს, რომ მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე უნდა მოხდეს. მისი თქით, აშშ-ში ბევრი ბავშვი მშობლების გარეშე ჩადის. 

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მექსიკის კედლის მშენებლობით არალეგალური მიგრაცია შეწყდება

(c) https://www.bbc.com/news/world-us-canada-44704580?ocid=socialflow_twitter