„Welcome To Georgia – The Musical” სპექტაკლი რომელიც უცხოელებმა აუცილებლად უნდა ნახონ

784

2018 წლის მარტიდან თბილისში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილია მუსიკალური სპექტაკლი „Welcome To Georgia – The Musical”.  წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში ინგლისურ ენაზეა, რომელიც მაყურებელს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს.

სპექტაკლში მაყურებელი წინ ცოცხლდება ქართული თვითმყოფადი კულტურა, როდესაც  ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს,  პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით ისმენს. მაყურებელი  იგებს საინტერესო ფაქტებს ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება. 90 წუთის მანძილზე (შესვენების ჩათვლით) 18 მსახიობი ასრულებს 15-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა.
სპექტაკლის უნიჭიერეს შემოქმედებით ჯგუფს წარმოადგენენ: დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე; კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი; სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი; პროდიუსერები– ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე

სპექტაკლში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 18 მსახიობი თამაშობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია, Check In Georgia, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.