ლიკა ჯანელიძე: საამაყოა რომ, ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება ბერძნულ- ქართული მეგობრობასა და თანამშრომლობაში გადაიზარდა

135

2019 წლის 16 მარტს საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მორიგი აქტივობა განხორციელდა საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ამჯერად უკვე ცნობილ ბერძნულ საგამოფენო დარბაზ Metropolitan Expo-ში.

როგორც  საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმციით ხდება ცნობილი ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე ტურისტული სააგენტო Aktina Travel Group – ის სპეციალური მიწვევით ცნობილ ბერძნულ საგამოფენო სივრცეში Metropolitan Expo -ში დაესწრო Food Expo – Greece -ს პრესტიჟული გამოფენის გახსნის ცერემონიას.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის კლერი ძერძვილის ინიციატივით გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მისი პროექტის ფარგლებში შექმნილი ბერძნულ ენოვანი ბროშურები დაურიგა. სადაც საქართველოს გასტრონომიული და ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაციაა განთავსებული.
,, ჩემთვის როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩისთვის საამაყოა რომ, ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება ბერძნულ- ქართული მეგობრობასა და თამამად შეიძლება ითქვას უკვე სისტემურ თანამშრომლობაში გადაიზარდა, რაც საშუალებას გვაძლევს და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და გავაცნოთ საქართველო და დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმით ” – აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ.