საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ ათენში კონფერენცია ჩატარდა

169

12 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით, ათენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პოსტ-საბჭოთა სივრცის შემდგომი საქართველოს და მის შემდგომ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.  კონფერენციაზე  მომხსენებლებმა ინგლისურ და ბერძნულ ენებზე  წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:
 საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ – საქართველოს გზა საბჭოთა ტოტალიტარიზმისაგან განთავისუფლებიდან საპარლამენტო რესპუბლიკამდე და დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის მართველობით სისტემებში .
 სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ხულუზაურმასაქართველოს  საჯარო მომსახურეობის სფეროში განხორციელებული ინოვაციური რეფორმების შესახებ წარმოადგინა მოხსენება.
 საბერძნეთის სამხედრო აკადემიის მაგისტრანტმა და საბერძნეთის რესპუბლიკის სტიპენდიანტმა გიორგი გორაძემ საქართველო როგორც პოლიცისა და თავდაცვის ძალებში  ცვლილებების საუკეთო მაგალითი წარადგინა საკუთარ მოხსენებაში  და მსმენელს ძალიან ეფექტური და დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა აღნიშნულ სფეროში საქართველოს პროგრესის შესახებ.
 საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების შესახებ  მომხსენებელი ათენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი თათია ჩხაიძე იყო , ხოლო საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების და გამოწვევების შესახებ მოხსენება წარმოადგინა ამავე სფეროში კვლევების ავტორმა და ამჟმად პოლონური უნივერსტეტის დოქტორანტმა თეონა გავრიელიდიმ. 

 კონფერენცის მეორე ნაწილში საბერძნეთის და საქართველოს ტურიზმის საკითხებზე სპეციალურ სემინარი წარმოადგინა, ათენის დედოფალ მარგარეტის უნივერსიტეტისსაერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის მართვის ფაკულტეტის მაგისტრანტმა, ტურისტული კომპანია The Autograph – ის მენეჯერმა ლენა ქევხიშვილმა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ახალგაზრდა ელჩის პროექტების ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები და კონფერენციაზე დამსწრე ქართველი და უცხოელი სტუმრები გაეცნენ ათენში კომპანია ,,Παραδοσιακές Γεωργιανές Πίτες” -ს მიერ წარმოდგენილ ქართული ტრადიციული სამზარეულოს რამდენიმე სახეობის ნიმუშს და დააგემოვნეს ქართულ ღვინო.